დოქტორი ფაუსტუსი

shop_product_image_136223[1]გიყვართ მუსიკა? არა, ამ შემთხვევაში უბრალოდ მუსიკის მოსმენას არ ვგულისხმობ. იმისთვის, რომ თომას მანის გმირს – კომპოზიტორ ადრიანს – ცოტათი მაინც გაუგოთ, მუსიკაში ღრმად უნდა ჩაიხედოთ. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ურთიერთობა, თუმცა დასასრულს აუცილებლად იფიქრებთ, რომ ამდენი დრო ამაოდ არ დაგიკარგავთ. თქვენ გაიცნობთ გენიალურ, მაგრამ ამასთანავე ამოუცნობ ადამიანს, შეიგრძნობთ მუსიკის ჭეშმარიტ არსს და კიდევ ერთხელ ჩახედავთ თვალებში მეფისტოფელს, კიდევ ერთხელ განიცდით ფაუსტის ტრაგედიას და, რაც მთავარია (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა), დიდი გერმანელის თვალით დაინახავთ გერმანიის დაცემას. თქვენს თვალწინ ფაშისტური გერმანია და “სულგაყიდული” ადრიანი ერთად აღზევდებიან და ერთად გადაიჩეხებიან უფსკრულში. თქვენ მოისმენთ “დოქტორი ფაუსტუსის ტირილს” და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ჰერ თომასი შეუდარებელი მწერალია.

P.S. “ჯადოსნური მთისა” არ იყოს, ეს წიგნი ერთხელ წასაკითხი არ არის. არც ისეთია, ხოლოდ მონაყოლით რომ შეიძლებოდეს შეფასება… ასე რომ, თუ დაინტერესდით, მოიძიეთ. გამომცემლობა “ინტელექტის” თარგმანს ყველგან ნახავთ.

2 Comments (+add yours?)

  1. finiki
    Aug 30, 2016 @ 09:55:07

    დროა კიდევ ერთხელ წავიკითხო. აუცილებლად.

    Liked by 1 person

    Reply

  2. Trackback: ახალი წელი რინსვინდთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: