გინახავთ ფილმი “მე ვარ ლეგენდა” უილ სიტის მონაწილეობით? თუ პასუხი დადებითია, შეიძლება რიჩარდ მეთისონის წიგნს ჩემსავით სკეპტიკურად შეხედოთ, მაგრამ დამერწმუნეთ, დიდ შეცდომას დაუშვებთ. მისტერ რიჩარდი სულ სხვაგვარ (საერთო მხოლოდ ფაბულაა) ამბავს გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ ადამიანზე (მიუხედავად იმისა, რომ უილ სმიტს ძალიან ვაფასებ, უნდა ვაღიარო, რომ ის საერთოდ არ ჰგავს რობერტს)… თან ამას ძალიან ოსტატურად აკეთებს.
ვამპირებზე ალბათ ადრეც წაგიკითხავთ (მხოლოდ “დრაკულა” რად ღირს), თუმცა მთ არსებობას ასე ნათლად ვერსად შეიგრძნობთ. თითქოს თავად ხართ გამოკეტილები რობერტის სახლში და ცდილობთ კიდევ ერთხელ გაუმკლავდეთ სისხლისმსმელი არსებების შემოტევას, სიცოცხლის კიდევ ერთი დღე მოიპოვოთ, კიდევ ერთხელ გადარჩეთ… მაგრამ რამდენად არის ეს სიცოცხლე? რამდენად შეიძლება სიცოცხლე ვუწოდოთ არსებობას, როდესაც ძაღლის გამოჩენაც კი უდიდესი ბედნიერებაა? აღარაფერს ვამბობ ადამიანზე… თუმცა მე მაინც მგონია, რომ რობერტი ცოცხლობს, ცოცხლობს იმიტომ, რომ იმედს არ კარგავს… მე ასე ვფიქრობ. თქვენ კი პირადად გაემგზავრეთ სამყაროში, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს და თავად განსაჯეთ, მართალი ვარ თუ არა… გადაწყვიტეთ, არის თუ არა რობერტი ლეგენდა…
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობამ” სერია “13”-ის ფარგლებში გამოსცა.
ბოლო კომენტარები