ველურ გარემოში ალექსთან ერთად

12243210_1204801956203322_8240887163875510345_nგიყვართ მოგზაურობა? მე მიყვარს, მაგრამ თუ ისეთი ადგილი უნდა მოვინახულო, სადაც ღამით დარჩენა მომიწევს, ყველაზე დიდ დროს საცხოვრებლის შერჩევას ვუთმობ. კომფორტს ძალიან ვაფასებ და ალბათ ეს უარყოფითი თვისება უფროა, ვიდრე დადებითი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც კრისტოფერ მაკ-კენდლესი გავიცანი… მე ხომ ვერაფრით შევძლებდი, რომ მის ასაკში (რომელიც თითქმის ემთხვევა ჩემსას) ყოველდღიური ცხოვრება მიმეტოვებინა და უკიდეგანო გზას დავდგომოდი… მან კი დათმო ის ყველაფერი, რაც მე მაქვს – უნივერსიტეტის დიპლომი, ბანალური სამსახური და სავარაუდოდ ხანგრძლივი სიცოცხლე ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში.

კრის მაკ-კენდლესი ალეგზანდერ სუპერმაწანწალად იქცა და ველურ გარემოში გადასახლდა. მისი ეს ნაბიჯი სიმამაცე11312821_10206452300420420_5213072674818851031_o მგონია და არა თვითმკვლელობა (ბევრმა ხომ სწორედ ასე იფიქრა). აბა, დაფიქრდით, ხართ საკმარისად მამაცები, რომ ეს გააკეთოთ? შეგიძლიათ იცხოვროთ მანქანის, ფულის გარეშე და უბრალოდ დატკბეთ დღევანდელი დღით, როგორც ამას ჯეკ კერუაკის გმირები (ნამდვილი ადამიანები) აკეთებდნენ? მე ვაღიარებ, რომ ამის ძალა არ შემწევს. არ ვარ საკმარისად ძლიერი. პირიქით, სუსტი ვარ, ძალიან სუსტი… და თქვენ?

P.S. უნდა გამოვტყდე, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფილმი წიგნზე მეტად მომეწონა (წიგნში თავად ავტორის მოგონებებით უფრო ვისიამოვნე, ვიდრე ალექსის ამბით), თუმცა ეს პირველწყაროს სულაც არ აკნინებს. თან ბედად “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ქართული თარგმანიც შემოგვთავაზა 😉

2 Comments (+add yours?)

  1. Ercke Mydass
    Aug 27, 2016 @ 18:42:38

    ოჰ! ჩვენი ბაკურა ^^

    Like

    Reply

  2. Dreamcatcher
    Aug 28, 2016 @ 12:00:06

    გულის სიღრმეში ყველას გვიოცნებია კერუაკის გმირების გამბედაობასა და უკიდეგანო მაწანწალურ სულზე^_^

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: