მელოდის გონების მიღმა

12440454_513459502168029_4777160799063210174_oალბათ ხშირად გსმენიათ, თუ როგორ მსჯელობენ გარშემომყოფები თემაზე “თინეიჯერები აღარ კითხულობენ”. ძირითადად “უწიგნურობის” ამბავს მშობლები განიცდიან და სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ, რომ თავისივე არჩეული (მათ ასაკში რომ ძალიან უყვარდათ) წიგნები როგორმე წააკითხონ “ურჩ” შვილებს. “გასაღები” კი სულ სხვა რამეშია. თანამედროვე თინეიჯერებს განსხვავებული წიგნები მოსწონთ და ჩვენსავით არ აღაფრთოვანებთ ვიქტორ ჰიუგო ან თეოდორ დრაიზერი (იქნებ მოგვიანებით ეს უკანასკნელნიც შეიყვარონ. წიგნებს ასაკი ვინ დაუწესა). მთავარი სწორი წიგნის პოვნაა. ეს კი მომავალი ბიბლიოფილობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია…

და იცით ეს მარადიული განხილვის თემა რატომ გამახსენდა? იმიტომ, რომ ვიპოვე “სწორი” წიგნი. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა სიკეთე ისწავლონ, სწორედ ისეთი წიგნები უნდა შევთავაზოთ, როგორიც შერონ დრეიპერმა დაწერა. ცერებრალური დამბლით დაავადებული მელოდის ამბავი სამაგალითოა ყველასთვის – მათთვის, ვისაც სულ პატარა პრობლემა მაინც აქვს (ნებისმიერი სახის) და თავი ამქვეყნად ყველაზე უბედური და სუსტი ჰგონია, მათთვის, ვისაც ბედმა მსგავსი დიაგნოზის მქონე ახლობელი (შვილი, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი, კლასელი, მოსწავლე ან უბრალოდ ნაცნობი) არგუნა, მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ მის ცხოვრებაში ცუდი არაფერი მოხდება… მელოდი ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს, იმიტომ რომ მან შეძლო და საკუთარ ავადმყოფობაზე, გარშემომყოფთა გულგრილობაზე გაიმარჯვა! არა, ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ სავარძელს მიჯაჭვულმა მელოდიმ მოულოდნელად სიარული დაიწყო ან მის ირგვლივ სიკეთით აღსავსე ადამიანებმა მოიყარეს თავი (მგონი, ეს რომ გითხარით, სპოილერი არ არის. რეალობაა). მაგრამ ამ წიგნის მნიშვნელობაც ხომ სწორედ ამაშია. მელოდის გონების მიღმა გადმოიღვარა ის, რის თქმასაც ის წლების მანძილზე ცდილობდა და ჩვენც დავრწმუნდით, რომ მელოდი მაგარი გოგოა, ძალიან მაგარი გოგო. ისეთივე მაგარი, როგორიც ავგუსტია. ისინი საოცარი ბავშვები არიან, რადგან შეძლეს და ასეთივე მაგარ ახლობლებთან (სულ რამდენიმე ადამიანთან) ერთად ისეთ გზას დაადგნენ, რომელიც მხოლოდ წინ მიდის. მელოდი და ავგუსტი ყოველთვის კარგად იქნებიან. მერე რა, თუ საკუთარ დაავადებას ბოლომდე ვერასდროს დაამარცხებენ და ვერც ყველასთვის მოსაწონები გახდებიან. სულ რამდენიმე ადამიანიც რომ შეცვალონ და სიკეთისკენ (წიგნებისკენ) შემოაბრუნონ, ესეც ხომ დიდი მიღწევაა…

P.S. საბედნიეროდ, ბათუმელებმა ეს ძალიან კარგი (რაც მთავარია, საჭირო) წიგნი ქართულად შემოგვთავაზეს. ასე რომ, წაიკითხეთ და აუცილებლად წააკითხეთ თინეიჯერ შვილებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: