ალასკას ძიება

გახსოვთ, ცოტა ხნის წინ თინეიეჯრებსა და წიგნებზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მათ შეიძლება ჩვენგან განსხვავებული გემოვნებაჰქონდეთ. ახლაც ეს თემა მინდა გავაგრძელო და თანამედროვე “young adult” ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის – ჯონ გრინის – წიგნზე მოგიყვეთ.

მისტერ ჯონს ჟანრის “მეფედ” ამაოდ არ თვლიან. მისი “ბედის ვარსკვლავის ბრალია” რომ ზუსტად ჯდება თინეიჯერთა მოთხოვნებში (აბა გაიხსენეთ საკუთარი თავი ამ ასაკში და დამეთანხმებით), ამაზე დავაც კი არ ღირს. ზუსტად ასევეა “ალასკას ძიებაც” . ამ უკანასკნელმა შეიძლება “მარტოსულობის უპირატესობანი” მოგაგონოთ (რომელიც პირადად მე უფრო მომწონს), თუმცა ეს ნაკლზე მეტად ღირსებაა. სტივენ ჩბოსკიმ ხომ ძალიან მაგარი წიგნი დაწერა და ძალიან ჩვეულებრივი ჩარლი არაჩვეულებრივ ამბებში გახვია. ასე მოიქცა ჯონ გრინიც. მან “უფერული” მაილზი ფერადი ცხოვრებით დააჯილდოვა და ჩვენც შეგვაჭყიტა მის “სტუდენტურ ოთახში”. მისი ზრდასრული ცხოვრების პირველი ნაბიჯები ჩვენს თვალწინ გადაიდგა და ჩვენც საკუთარი თვალით ვნახეთ მაილზის პირველი აღმაფრენები და დაცემები, მეგობრობა, სიყვარული, პირველი “გადაცდომები” და რაც მთავარია, ალასკა იანგმა მაილზთან ერთად ჩვენც გვასწავლა ერთი რამ – ან ერთხელ და სამუდამოდ გამოხვალ ბნელი ლაბირინთიდან, ან მთელი ცხოვრება “იბოდიალებ” და სიკვდილის წინაც რაიმე ბანალურს იტყვი… არჩევანი შენზეა… ან ეძიებ გზას, ან – არა…

P.S. ჯონ გრინის ამ და კიდევ სამ წიგნს ქართულად მარტივად მოიძიებთ. ამ მწერლის თარგმანებს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” გვთავაზობს.

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. finiki
    სექ 06, 2016 @ 13:06:30

    ალასკას რამდენიმე წლის წინ გადავაწყდი. გარეკანმა მიმიზიდა რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ამდენი საყვარელი ფრაზა ბოლოს რომელ წიგნში აღმოვაჩინე არ მახსოვს. იმის შემდეგ რამდენჯერმე წავიკითხე. ჩემთვის ალასკა ფავორიტია გრინის წიგნებიდან. ძალიან ბევრი ნაცნობი მომენტი აღმოვაჩინე. ამის გამო მიყვარდება ხოლმე ძირითადად წიგნები ❤
    She laughed. "Oh God no. I've maybe read a third of 'em. But I'm going to read them all. I call it my Life's Library. Every summer since I was little, I've gone to garage sales and bought all the books that looked interesting. So I always have something to read. But there is so much to do: cigarettes to smoke, sex to have,
    swings to swing on. I'll have more time for reading when I'm old and boring."

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: