ღირსება აღმოსავლურად

რას ნიშნავს თქვენთვის “ღირსება”? რა თქმა უნდა, ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით, თუმცა კი არსი ინდივიდუალურად გვესმის. პირადად ჩემთვის სრულიად მიუღებელია ღირსების იმგვარი გაგება, როგორც ეს ელიფ შაფაქის წიგნშია (წიგნიც ხომ სწორედ ამიტომ დაიწერა – ეს რომ დაეგმო). თქვენ კი თავად უნდა გადაწყვიტოთ… თუმცა თუ ოდნავ მაინც დაეჭვდებით, აუცილებლად შეხვდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ელიფი გვაცნობს.

თურქეთში მცხოვრები ქურთების ოჯახი აღმოსავლეთის განსახიერებაა. მათი ცხოვრების ეპიზოდების კითხვისას შეუძლებელია არ გეცნოთ უამრავი რამ. ეს იმიტომ, რომ ჩვენშიც ცოცხლობს აღმოსავლური მენტალობა… მერე რა, თუ ევროპულ სახლს ვუბრუნდებით. ისინიც ხომ გადასახლდენ ლონდონში, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. დიახ, საბოლოო ჯამში ზოგმა მიაღწია მიზანს და მოიპოვა სასურველი მომავალი, თუმცა წარსულიც არსად წასულა. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა (ეს თავად უნდა ნახოთ. კვანძის გახსნა ისე გაგაოცებთ, რომ…). ტრაგედია უაზრო “ღირსების” გამო დატრილდა… იმის გამო, რომ შუაგულ ბრიტანეთში ქალს  აღმოსავლური გაგებით”გვერდზე გახედვის”, რეალურად კი – ბედნიერების – უფლება არ ჰქონდა, კაცს კი – ყველაფერი შეეძლო, უფროსი ვაჟი “სულთნად” იზრდებოდა, დანარჩენ შვილებს კი საკუთარი ოთახიც კი არ ჰქონდათ… ამას კიდევ უამრავი დეტალი დაემატა, რაც ერთგვარად ფაზლის ნაწილებად იქცა და საბოლოოდ შეიქმნა სურათი – ოჯახური პორტრეტი სახელად “ღირსება აღმოსავლურად”… პორტრეტი, რომელზეც ქალი სისხლიანი თავსაფრის მიღმაა დამალული…

P.S. საბედნიეროდ, ეს ძალიან კარგი წიგნი ქართულადაც გვაქვს. ასე რომ, თუ დაიტერესდით, “პალიტრა L”- ის თარგმანი მოიძიეთ. მერწმუნეთ, არ ინანებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: