სხვა გზა აკუნინისგან

26334583[1]ბორის აკუნინს თუ იცნობთ, ალბათ მისი სახელის გაგონებისას პირველ რიგში მიმზიდველი დეტექტივი ერასტ ფანდორინი გახსენდებათ, ან მისი ოჯახის წევრები. თუმცა თუ ამ ძალიან კარგი მწერლის (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) ქართული თარგმანები (“სასაფლაოს ამბები” და “მწერალი და თვითმკვლელობა”) წაგიკითხავთ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ბატონი ბორისი ე.წ. non-fiction-ის ოსტატიც არის. განსაკუთრებით “გემრიელი” კი “აკუნინ-ჩხარტიშვილის” ერთობლივი შემოქმედება ანუ მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის ნაზავი გამოდის ხოლმე. სწორედ ასეთია მისი ბოლო წიგნი “სხვა გზა”.

როგორც ამბობენ, ეს უკანასკნელი “არისტონომიის” გაგრძელებაა და მისგან განსხვავებით “მცირე სამყაროს” აღწერს (შედარებას ვერ გავაკეთებ. “არისტონომია” ჯერაც “რიგშია”). ეს ტრაქტატი ნამდვილ სიყვარულზე შეიძლება მოსაწყენად ან უბრალოდ მიუღებლად მოგეჩვენოთ. ამაში გასაკვირი არაფერია. ნს (სწორედ ასე ეძახის ნამდვილ სიყვარულს ბატონი გრიგოლი) ხომ ყველას ჩვენებურად გვესმის…

აი მხატვრული ნაწილი კი ნაკლებად “აკუნინური” მგონია. რატომ? იმიტომ, რომ “უმოძრაოა”. მოქმედება საინტერესოდ, თუმცა მდორედ მიდის და ყოველი შემდეგი ნაბიჯი ძალიან “გამოცნობადია”. სიყვარულიც რეალურია – ყოველგვარი “ოხვრის”, უსარგებლო “გულყრების” და გაფითრებული სახეების გარეშე. დროა ისეთი და იმიტომ. ეს ხომ მე-19 საუკუნის საფრანგეთი არ არის, სადაც ჟორჟ სანდი მამაკაცური სამოსითა და ფსევდონიმით საოცრად სკანდალური პიროვნება გახლდათ. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების რუსეთი არაფრით ჰგავდა “დახვეწილ” ევროპას და შესაბამისად სრულიად განსხვავებული გახლდათ “რუსული” “სიყვარულების” ამბებიც… განსხვავებულად საინტერესო და ძალიან ნამდვილი – წიგნებში რომ აღწერენ, ისეთი კი არა – იმ ეპოქაში, საბჭოეთში, რომ “მიედინებოდა”, ისეთი…

P.S. რატომღაც ბორის აკუნინის წიგნებს იშვიათად თარგმნიან. არადა მგონია, რომ მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი თხრობის სიმსუბუქე ძალიან “მომგებიანი” უნდა იყოს.

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: არისტონომია | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: