ისევ უჩვეულო ბავშვებთან

გახსოვთ, ცოტა ხნის წინ მის პერეგრინს რომ ვესტუმრეთ? მაშინ გითხარით, რომ მესამე ნაწილს ვერსად მივაგენი, თუმცა სულ მალე ტრილოგიის დასასრული რუსულ გვერდებზე გამოჩნდა. პირველი ნაწილ(ებ)ი თუ წაგიკითხავთ, თქვენთვის უცნაური სულაც არ იქნება, რომ როგორც კი ეს მოხდა, ელექტრონულმა ვერსიამ მაშინვე დაიდო ბინა ჩემს ქინდლში და, მიუხედავად უამრავი წასაკითხი წიგნისა,”ურიგოდ” დაიმკვიდრა ადგილი “უპირველესთა” შორის.

“სულების ბიბლიოთეკა”, ისევე როგორც მისი წინამორბედები, ძალიან სწრაფად “შემომეკითხა” (რაც, რა თქმა უნდა, რენსომ რიგზის “ბრალია”), რაც ცოტა არ იყოს და გულდასაწყვეტიც კია. ისე შევეჩვიე უჩვეულო ბავშვებსა და მათ მტერ-მოყვარეებს… დიახ, შეიძლება რენსომის პერსონაჟები არ არიან ისეთი დაუვიწყარნი, როგორებიც ჰარი პოტერი და მისი გარშემომყოფები, არც მისი სამყაროა ისეთი დიდებული, როგორიც შუამიწეთი ან ნარნიაა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ის ისტორია, რომელსაც თუ წაიკითხავთ, ვერასდროს დაივიწყებთ. რატომ? იმიტომ, რომ უჩვეულო ბავშვები განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობენ და თვითონ, მიუხედავად იმისა, რომ უჩვეულოები არიან, მაინც საოცრად რეალურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. “ნამდვილობას” არ კარგავენ არც მათი მტრები (ზუსტად ბოლო ნაწილში ვიგებთ მათ ნამდვილ ვინაობასა და მიზანს)… თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მათი მთავარი “სუპერ-გმირი” ჯეიკობიც კი ძალიან “ადამიანურია” – არც დაფრინავს, არც ზებუნებრივი ფიზიკური ძალით გამოირჩევა… და კიდევ – რენსომ რიგზმა მოახერხა და “ბავშვური” სიყვარული ბანალურად არ “დაატკბო”… მგონი, საკმარისი მიზეზებია იმისთვის, რომ უჩვეულო ბავშვებთან გამომშვიდობება გამიჭირდეს… მართალია, წინ ეკრანიზაციები მელის (ძალიან კარგი რეჟისორითა და მსახიობებით), თუმცა ლიტერატურის მოყვარულები დამეთანხმებით, რომ რაც არ უნდა ძლიერად გვიყვარდეს კინო, წიგნებს მაინც ვერაფერი შეედრება 😉

P.S.  უჩვეულო ბავშვების ამბებს ბათუმელები თარგმნიან. ასე რომ, თუ დაინტერესდით, დაელოდეთ 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: