მიკელეს არ ეშინია, მე კი მეშინია! მეშინია და თანაც ძალიან. მეშინია, რადგან ვიცი, რომ ნიკოლო ამანიტის მიერ მოთხრობილი ამბავი სულაც არ არის გამოგონილი. ასეთი საშინელებები ხომ ყოველ ნაბიჯზე გვხვდება – იმდენად ხშირად, რომ მარტივადაც კი ვუყურებთ. თითქმის ყოველდღიურად ტელევიზორის წინ მოკალათებულებს გვესმის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მორიგი თავდასხმის, მკვლელობის, გატაცების შესახებ. ჩვენც მშვიდი სახით და ყოველგვარი ემოციის გარეშე გამოვთქვამთ წუხილს მომხდარის გამო, ვბუზღუნებთ, რომ ახალ ამბებში სულ ცუდ ამბებზე საუბრობენ და გასართობ არხზე ვრთავთ. ამ დროს კი შეიძლება ერთი შეუმჩნეველი ქალაქის მიყრუებულ ადგილზე პატარა ბიჭმა შემთხვევით ისეთი რამ აღმოაჩინოს, რაც სამუდამოდ შეცვლის მის ცხოვრებას.
მიკელეს სწორედ ასე დაემართა. მან ორმოში ჩამწყვდეულ თანატოლს მიაგნო და გადაწყვიტა, რომ უნდა დახმარებოდა. თანაც ისე, რომ უფროსებისთვის არაფერი ეთქვა და არც შეშინებოდა. არც შეეშინდა (შიშიტ ყველა ნორმალურ ადამიანს ეშინია, თუმცა მთავარი სიმამაცე სწორედ ამ შიშის დაძლევაა)… და არც არავინ დახმარებია – ან რა აზრი ჰქონდა თხოვნას – უფროსები ხომ გულგრილები ვართ… თან არც არასდროს იცი, ვინ არის სანდო და ვინ არა… სიმართლე ხომ ზოგჯერ ისეთი საშინელია…
P.S. ამ წიგნის ქართული თარგმანი პალიტრამ შემოგვთავაზა. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ეკრანიზაციაც მოიძიოთ.
სექ 28, 2016 @ 18:43:50
ძალზე საყვარელია, მიუხედავად ტრაგიკული ამბებისა, მაინც ზაფხულივით ნათელი და მზიანია ^_^
LikeLiked by 1 person