ადამიანურ ვნებათა სიმძიმე

31548[1]ალბათ ბოლო დროს ხშირად გსმენიათ, რომ თანამედროვე მკითხველები “ძველ” წიგნებს ნაკლებად ეტანებიან და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარსა და 21-ე საუკუნეში მოღვაწე მწერლებს ანიჭებენ უპირატესობას. ამას იმით ხსნიან, რომ თემატურად ეს წიგნები მოძველებულია და ახლა მაშინდელი პრობლემები აღარავის აღელვებს… არადა სულ ტყუილად. რა თქმა უნდა, არსებობენ ავტორები, რომლებიც თავიანთ ეპოქაში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, თუმცა დღეს მათი სახელები აღარავის ახსოვს… მაგრამ ასევე არსებობენ მწერლები, რომლებსაც დრომ ვერაფერი დააკლო და ამის მიზეზი სწორედ უკვდავი თემებია (ეჭვი მაქვს, რომ წლების შემდეგ დღევანდელი ავტორების ნაწილიც დაუმშვენებს მათ გვერდს, თუმცა არა ყველა ის, ვინც ახლა პოპულარობის ზენიტშია). აბა, თავად განსაჯეთ – შეიძლება დაუნანებლად დავიწყებას მივცეთ სომერსეტ მოემი, რომელმაც თავისი დიდი (და, მე თუ მკითხავთ, ძალიან ოსტატურად “გამოძერწილი”) ნაწარმოების თემად ადამიანურ ვნებათა სიმძიმე აირჩია? განა რაიმე შეიცვალა ადამიანში? საერთოდ არაფერი!

როდესაც ადამიანში მომხდარ ცვლილებზე ვსაუბრობთ, ნამდვილად შეგვიძლია კატეგორიულად ვთქვათ, რომ ადამიანურ ვნებათა სიმძიმე ზუსტად ისეთივე დარჩა, როგორიც სამყაროს დასაბამიდან იყო. შეიცვალა მხოლოდ გარემო – ფონი, რომელიც თან გასდევს ფილიპ კერის ცხოვრებას, დღეს არ იქნებოდა ზუსტად ისეთი, როგორიც მე-19 საუკუნეში, თუმცა ეს არსებითად არაფერს ცვლის. მერე რა, თუ ახლა პარიზში აღარავინ დადის ხელოვნების შესასწავლად (არადა, ეს ყველაზე მიმზიდველი ნაწილია ამ და სხვა წიგნებში. პარიზული ბოჰემა ისაა, რაც შორიდან ყველაზე მეტ ხიბლს სძენს მაშინდელ საფრანგეთის დედაქალაქს). ფილიპის ცხოვრების სხვა ეტაპები ყოველთვის ასეთი იქნებოდა – ადრე დაობლებული და თითქოს კეთილი, მაგრამ მაინც უცხო ნათესავების აღზრდილი ბავშვების, ხეიბრების, თანაკლასელების დაცინვისგან გაწამებული მოსწავლეების, პროფესიულად “ჩამოუყალიბებელი” ახალგაზრდების, უღირს ქალზე შეყვარებული მამაკაცების, ჩაკეტილი ბუნების მქონე ადამიანების, რწმენასა და ურწმუნოებას შორის მოყოყმანე სულების, უმუშევრების, უსახლკაროებისა და მშივრების ცხოვრება ხომ ყველგან და ყოველთვის ერთნაირია. სამყაროში ყველა ადამიანი თავის ჯვარს ატარებს და ყველა გრძნობს ადამიანურ ვნებათა სიმძიმეს… და ოდესმე ყველა ხვდება, რომ ცხოვრება ხალიჩას ჰგავს. ბოლომდე ვერავინ იგებს, ვინ ქმნის ამ ხალიჩის ორნამენტებს, თუმცა ერთი რამ ცხადია – ხალიჩის ფერებს თავად ადამიანი ირჩევს, თუ ეს წინასწარაა განსაზღვრული, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ხალიჩა ბოლომდე “მოიქსოვოს”… ვინ იცის, იქნებ სრულიად მოულოდნელ ადგილას მუქი შეფერილობა ფერადმა შეცვალოს…

P.S. მგონი, ეს ძალიან საინტერესო მთავარი გმირით, არანაკლებ საინტერესო “მეორეხარისხოვანი” პერსონაჟებითა და შესანიშნავად დახატული ეპოქით შემკული წიგნი ძალიან დაამშვენებდა “უკვდავ ბიბლიოთეკას” 😉

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი რინსვინდთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: