მარკო პოლო და ყუბილაი ყაენი… მაშინ, როდესაც ფანჯრის მიღმა წვიმიანი ღამეა, რა უნდა იყოს ამ ორი ადამიანის დიალოგის მოსმენაზე უფრო სასიამოვნო? ამ ყველაფერს კი ხიბლს ილუზია სძენს – ფანტაზია, რომელიც უხილავი ძაფებით რთავს უხილავ ქალაქებს და ქმნის უხილავ გზამკვლევს…
მარკო პოლოს მიერ შედგენილი გეოგრაფიული ატლასი მთლიანად ფანტაზიის ნაყოფია. თქვენ ვერასდროს იპოვით ქალაქებს, რომლებსაც ქალების სახელები ჰქვიათ, რომლებიც ერთდროულად ძალიან რეალურებიც არიან და საოცრად ლამაზად გამოგონილებიც… მთავარი სწორედ ესაა – უხილავი ქალაქები არ არსებობენ, მაგრამ თან არსებობენ კიდეც… იმიტომ, რომ ასე ინება ყუბილაი ყაენმა, ასე ინება მარკო პოლომ, ასე ინება იტალო კალვინომ და ასე გვსურს ჩვენც…
P.S. ეს უცნაური წიგნი (ძალიან რომ მომაგონა “ათას ერთი ღამე” – არა პირდაპირ, არამედ “განცდით”) “დიოგენემ” “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში გამოსცა. თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ და ასევე მარტივად წაიკითხავთ (სენიორ იტალოს სტილისა და წიგნის მოკრძალებული მოცულობის გამო).
ბოლო კომენტარები