ცხოვრება თათრების უდაბნოში

30196663[1]სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერ ჯოვანი დროგოს უდაბნოს კიდეზე მდებარე სასაზღვრო გარნიზონში აგზავნიან. ბასტიანის ციხესიმაგრეში სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან. დღეები დაძაბულ მოლოდინში გადის, რადგან, ადრე თუ გვიან, უდაბნოს მხრიდან მტერი უნდა გამოჩნდეს…” – ასეთია დინო ბუცატის შესანიშნავი წიგნის (ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ასეთი შეფასება გადაჭარბებული არ არის) ოფიციალური ანოტაცია… თუმცა სინიორ დინოს ისტორია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის ცხოვრების ამბავი… ის ჩვენი – ყველას – ცხოვრების ამბავია…

თათრების უდაბნოში თუ “გაემგზავრებით”, თავად იგრძნობთ, რომ სინამდვილეში დიდი ხანია იქ ხართ. ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი მოლოდინია –  რაღაც ისეთის მოლოდინი, რაც ძირფესვიანად შეცვლის ჩვენს ყოფას და აზრს შესძენს მას. დიახ, შეიძლება წლების მანძილზე ბევრი კარგი და ცუდი რამ მოხდეს, მაგრამ ყოველთვის იარსებებს გრძნობა, რომ “ის” მთავარი ჯერ კიდევ წინაა. გადამწყვეტი ბრძოლა შორეულ მომავალშია (რომელიც ჯერ კიდევ გრძელ გზად გვეჩვენება) და ჩვენ მას აუცილებლად მოვიგებთ. მთავარია, არ დავნებდეთ და ველოდოთ. ერთი-ორჯერ შეიძლება ისიც კი ვიფიქროთ, რომ დროს ამაოდ ვკარგავთ, მაგრამ რაღაც ძალა მაინც უკან დაგვაბრუნებს, მაინც მიგვახვედრებს, რომ ამდენი დაკარგული წლის შემდეგ ჩვენი ადგილი მხოლოდ “თათრების უდაბნოშია” და არა მის მიღმა. ან კი ვიღას ვჭირდებით დაუძლურებულნი… მხოლოდ სიკვდილს – მხოლოდ ის არის მზად ჩვენთან შებრძოლებისა და გამარჯვებისთვის, სხვა არავინ… იმიტომ, რომ ჩვენ თათრების უდაბნოში ვცხოვრობთ – უსარგებლო რუტინისა და აბსურდული ომის სამყაროში…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს (რომელიც ამიერიდან ჩემს მკაცრად შერჩეულ ფავორიტთა შორისაა:)) მარტივად მოიძიებთ. ის “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია.

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი რინსვინდთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: