ისტორია ბარნსისგან

გაინტერესებთ ისტორია? და იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ ის, რასაც თქვენ (მეც) თქვენთვის საინტერესო სფეროს უწოდებთ, შეიძლება მთლიანად გამონაგონი იყოს? ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ იყო მემატიანე… იქნებ შეგნებულად მოგვატყუა, ან იძულებული გახდა, რომ ასე მოქცეულიყო? ტყუილ-მართალს ვეღარასდროს გავარჩევთ (წარსულში ხომ, დღევანდელობისგან განსხვავებით, “უტყუარი” საბუთები არ მოიპოვებოდა), ამიტომ არაფერს დავაშავებთ, თუ ჯულიან ბარნსის ისტორიასაც გავეცნობით – იქნებ სწორედ ეს არის სიმართლე? ან ტყუილი? რაც მთავარია, მისტერ ჯულიანის ისტორია სკოლის სახელმძღვანელოების ისტორიაზე უფრო დიდი გამონაგონი არ იქნება… გამორიცხული არ არის, რომ ნოეს კიდობნის შესახებ სიმართლეს უბილეთო მგზავრი მოგვითხრობს და არა წიგნები. არც ის იქნება გასაკვირი, თუ ამავე ამბიდან “გამოსული” ისტორიები (ყველანი ხომ ნოეს შთამომავლები ვართ) ტერორისტების მიერ დაპყრობილ გემზე, საუკუნეების წინ მოწყობილ “საღვთო” სასამართლოზე, ჩერნობილის ავარიის “შორეულ” შედეგზე, დაღუპულ ხომალდსა და მის “ასლზე”, არარატის მთის ორგზის “დაპყრობაზე”, ტიტანიკის, ვეშაპისა და ნაცისტების მსხვერპლზე, “უცნაურ” გადაღაბებზე, სიყვარულსა და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე სინამდვილეს შეესაბამება… ან არა. რა მნიშვნელობა აქვს – ისტორია ხომ მაინც გამონაგონია…

ჰოდა თუ ისტორია გამონაგონია, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ასლის ასლი შევქმნათ? ეს ხომ ჭეშმარიტად გენიალური book_560217c6b86f2[1]იდეაა – ვიყიდოთ კუნძული, გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა და მოვიზიდოთ ტურისტები ინგლისი, ინგლისის დასათვალიერებლად. ამისთვის საჭიროა ინგლისის ყველა ღირშესანიშნაობა (ან ის, რაც ხალხს ღირშესანიშნაობა ჰგონია) ჩვენს კუნძულზე “გადმოვაბარგოთ”, დავიქირაოთ თანამშრომლები (სასურველია ისეთები, რომლებიც უსიტყვოდ დაგვემორჩილებიან ნებით ან კონტრაქტის საფუძველზე… და ცხვირს არ ჩაყოფენ ჩვენს “საოცარ” საიდუმლოებებში) და, რა თქმა უნდა, დავხარჯოთ ძალიან ბევრი ფული… სამაგიეროდ, შედეგი გვექნება შესანიშნავი – ინგლენდს აღარავინ გაიხსენებს და ყველა ინგლისი, ინგლისის ნახვისკენ მიმართავს საკუთარ ფინანსებს… ეს ყველაფერი ძალიან ადვილია გასაკეთებელია, თუ მართა კოკრინი არ ხართ და ბედნიერებას არ ეძებთ. თქვენ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას (ძირითადად ფინანსებსა და დიდებას რომ მოიცავს) უნდა ეძებდეთ და მაშინ ისტორიის გაყალბებაც არაფერია… მაშინ ძალიან მარტივად მოახერხებთ, რომ თქვენს სამფლობელოში გვერდიგვერდ იცხოვრონ სამეფო ოჯახმა, რობინ ჰუდმა და შექსპირმა… ეს ხომ ისტორიაა – ჯულიან ბარნსის ისტორია…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნებს მარტივად მოიძიებთ. ისინი “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია (მე თუ მკითხავთ, ფრიად სახალისო ნაწილი:)).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: