ამბავი ჯოზეფ ანტონისა

Copy of 11053194_831725520245383_2366035578957099359_nთანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს თვალს თუ ადევნებთ, მაშინ სალმან რუშდისაც უნდა იცნობდეთ. მისი წიგნების ქართული თარგმანები ხომ ისეთ დიდ გამომცემლობებს ეკუთვნით, როგორებიცაა “დიოგენე”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და “პალიტრა L”. თუმცა მისი წიგნების გამოცემა ჩვენთან მაშინ დაიწყო, როდესაც ეს უკვე უსაფრთხო გახლდათ. ამ სიტყვებს რომ ვწერ, თავადაც ვერ ვიჯერებ, რომ მე-20 და 21-ე საუკუნეებში ლიტერატურაზე საუბრისას სიტყვა “უსაფრთხოებას” ვიყენებთ, მაგრამ ასეა. სალმან რუშდი წლების მანძილზე იმალებოდა ჯოზეფ ანტონის სახელის მიღმა, რათა თავი დაეცვა ირანის სულიერი ლიდერ(ებ)ის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენისგან!

ყველაფერი 1989 წლის 14 თებერვალს დაიწყო და მიზეზი “ეშმაკეული აიები” გახდა. როგორ შეიძლება წიგნი, თუნდაც ის ვინმესთვის შეურაცხმყოფელი იყოს (ახლა, როდესაც ეს წიგნი ანგელოზისა და დემონის ერთგვარ “ბრძოლაზე”, თავად სალმანის ცხოვრებასა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციულ დაპირისპირებაზე უკვე წაკითხული მაქვს, უფრო თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მასში “კრიმინალური” არაფერია), ადამინისთვის სიცოცხლის წართმევის მიზეზი გახდეს? განა ღმერთი (არ აქვს მნიშვნელობა, რას ვუწოდებთ მას – ქრისტეს, ალაჰს, ბუდას თუ ნებისმიერ სხვა სახელს) დაცვას საჭიროებს, თანაც ასეთი ფორმით? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ეს მოხდა და ჯოზეფ ანტონად ქცეულმა სალმან რუშდი ახალი ცხოვრება დაიწყო. ვერ ვიტყვით, რომ მან ამით რაიმე დაკარგა (ჩემთვის მოულოდნელად ჩამთრევი წიგნიც კი დაწერა იმ წლებზე), თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მოიუხედავად ფეტვის წლებში შექმნილი ორი ოჯახისა და ძალიან საინტერესო ცხოვრებისა (არ იფიქროთ, რომ რადგან მეგობრებს ჩვენც ვხვდებით და პრეზენტაციებსაც ვესწრებით, ჩვენც მისნაირი საინტერესო ცხოვრება გვაქვს. ბოლო-ბოლო ჩვენი მეგობრები არ არიან იენ მაკიუენი და გიუნტერ გრასი და არც წარდგენილი წიგნები ეკუთვნის ჩვენს კალამს:)), მისტერ რუშდის ცხოვრება მაინც რადიკალურად და უარესობისკენ შეიცვალა. ადვილი არ უნდა იყოს მუდმივად სიკვდილის მოლოდინში ცხოვრება, თუნდაც ამას არნახული პოპულარობა მოჰქონდეს. იმქვეყნად გაყიდული წიგნებისა და მიღებული ჯილდოების რაოდენობას რაღა მნიშვნელობა აქვს? მაგრამ სალმანმა შეძლო და გადარჩა (ბრიტანეთის დიპლომატიაზე რა გითხრათ, მაგრამ საიდუმლო სამსახურმა და პოლიციამ ნამდვილად უნაკლოდ იმუშავეს)… გადარჩა თავისი შვილების, ოჯახის, მეგობრებისა და უბრალო გულშემატკივრების დახმარებით, რათა კიდევ ეწერა, ესაუბრა სიტყვის თავისუფლებაზე და გაეხსენებინა ისინი, ვინც ამისთვის ბრძოლას შეეწირა!

P. S. იმდენი ხანი გავატარე სალმან რუშდის “გვერდით”, რომ უკვე ოჯახის წევრი მგონია 😀 არც კი ვიცი, როგორ გადავეწყობი ჰერმან ბროხის ტალღაზე… და როგორ დავამარცხებ “ეჭვს” კიბოზე. მისტერ სალმანი ხომ თითქმის ყოველ თავში ახსენებდა მის მსხვერპლს… და კიდევ – მხოლოდ მე შევამჩნიე, რომ ზაფარ რუშდი, რომელიც პირველად 9 წლის ასაკში გავიცანით, ფრიად მიმზიდველ ახალგაზრდად ქცეულა? 😉

P.P.S. თუ დაინტერესდით, წიგნებს მარტივად მოიძიებთ. ისინი გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა სერია “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში. ამავე სერიაში გამოვიდა ელის მანროს “ძვირფასი სიცოცხლე”, რომელიც იმდენად არ მომეწონა, რომ ვერაფერი გითხარით მის შესახებ… თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. წიგნები ხომ გემოვნების ამბავია… თან არ დაგავიწყდეთ, რომ მე მოთხრობები არ მიყვარს. იქნებ ამიტომ არ მომეწონა… ან იმიტომ, რომ “ქალური” ისტორიები არ მხიბლავს… ასეა თუ ისე, ჩემს გამო ნუ “დაემდურებით” ქალბატონ ელისს 🙂 ოდესმე მეც აუცილებლად გავაგრძელებ მასთან ნაცნობობას…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: