მთვარეულები

book_5557568b2aae7[1]პაზენოვი, ეში და ჰუგუენაუ… 30 წლის მანძილზე ეს ადამიანები მთვარეულებივით დადიან გერმანიის ქუჩებში და მათ (და ჩვენს) თვალწინ ირღვევა ყველაფერი – რომანტიკაც, ანარქიაც, საქმიანობაც… 1918 წელს, როდესაც ამ სამი ადამიანის გზები იკვეთება, უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა, ომმა ყველაფერი გაანადგურა… არც პაზენოვის რომანტიკა სჭირდება ვინმეს (30 წლის წინათ ის ხომ იხლიჩებოდა ორი ტიპის ქალს, ორი ტიპის ცხოვრებას, მუნდირსა და “სიშიშვლეს” შორის), არც ეშის ანარქია (რომელიც ასევე იხლიჩებოდა ორ ქალსა და ორი ტიპის ცხოვრებას შორის, ყველასა და ყველაფერთან ბრძოლას, ამერიკაში გამგზავრებას აპირებდა და სულ სხვა რამ შერჩა) და არც ჰუგუენაუს საქმიანობა… თუმცა არა… სწორედ ჰუგუენაუს მსგავსი ხალხის დრო დამდგარა. სწორედ მისნაირი ადამიანები ახერხებენ გადარჩენას. ეს იმიტომ, რომ ფასეულობათა რღვევის ეპოქაში “მე” განადგურებულია და წინსვლის საშუალება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი – დეზერტირობაზე, მაქინაციებზე, ტყუილზე, მკვლელობაზე, შანტაჟზე, რწმენის შეცვლაზე… სხვას რას უნდა ელოდოს ადამიანი მაშინ, როდესაც სამხედროები ღირსეული ბრძოლის ნაცვლად ერთმანეთს აირით წამლავენ… ბავშვებიც კი გაბოროტებულან, დიდები კი, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენიათ სულიერების ნატამალი, წინ ვერაფერს ხედავენ – მხოლოდ ომსა და სიბნელეს… მხოლოდ სიბნელეში მოხეტიალე მთვარეულებს…

P.S. ეს წიგნი ბევრად უფრო მრავალშრიანია (და ძალიან მნიშვნელოვანიც), ვიდრე ამის გადმოცემა შეიძლება (განსაკუთრებით ისე, რომ ზედმეტი არაფერი წამომცდეს). ასე რომ, თუ დაინტერესდით, მოიძიეთ. ის “დიოგენეს ბიბილიოთეკის” ნაწილია.

1 Comment (+add yours?)

  1. salomeaa
    Nov 22, 2016 @ 10:54:40

    ეგონ შილეს ნახატი ❤

    წავიკითხავ:))))

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: