“აღმოსავლური სიბრძნის და დასავლურ აქტიობის შედუღება – აი ჩვენი გზა.”- მიხეილ ჯავახიშვილი
რამდენად კარგად იცნობთ აღმოსავლურ სიბრძნეს? დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთის მკითხველთა უმრავლესობა (ჩემი ჩათვლით) ამ კითხვას ერთსა და იმავე პასუხს გასცემს – ძალიან ცუდად. ჩვენ საკუთარ რელიგიასა და კულტურასაც კი ზედაპირულად ვუყურებთ და რა გასაკვირია, რომ აღმოსავლეთის შესახებ არაფერი ვიცით… სწორედ ჩვენთვის – ჩვენნაირი ადამიანებისთვის – კითხულობდა ლექციებს (და წერდა) ალან უოტსი – კაცი, რომელიც დასავლეთში დაიბადა, თუმცა შეძლო აღმოსავლური სიბრძნის შეცნობა…
მისტერ ალანის ლექციათა კრებულზე რამდენიც უნდა ვისაუბროთ, მაინც ვერაფერს მივაღწევთ. ეს ისეთი რამაა, რაც თავად უნდა შევიგრძნოთ (ალბათ ასეთი წიგნების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ დროს. ჩემთვის ეს წიგნი ძალიან დროულად “გამოჩნდა”). მხოლოდ წაკითხვაც არ არის საკმარისი – გააზრებაა საჭირო. მერე რა, თუ ავტორი ფიქრისგან გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს. ის ხომ თავადვე ხსნის ამას და გვეუბნება, რომ ფიქრის გარეშე ცხოვრება ისეთივე “უგუნერებაა”, როგორც მუდმივი ფიქრი… კარგად თუ დავფიქრდებით, აღმოსავლურ სიბრძნეში ხომ არაფერია რთული – აქ მთავარი წერტილი ბალანსია, ანუ ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია თანამედროვე ადამიანებს. ჩვენ მუდმივად უკიდურესობებს შორის ვმოძრაობთ და სწორედ ეს ბადებს მუდმივ შიშს (რასაც საკუთარ თავს თუ მიაყურადებთ, აუცილებლად აღმოაჩენთ). სწორედ ამიტომ ვატარებთ მთელს ცხოვრებას ტანჯვაში. არადა, ძალიან მარტივია ამ “ჩაკეტილი” წრიდან თავის დაღწევა. უბრალოდ სურვილია საჭირო… ნამდვილი სურვილი და არა ისეთი, უბრალოდ სიტყვად რომ რჩება… მთავარია, მივაღწიოთ ბალანსს მოქმედებასა და უმოქმედობას შორის და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება…
P.S. ეს ძალიან საინტერესო წიგნი სერია “Et Cetera”-ს ნაწილია. ასე რომ, თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ.
ნოე 26, 2016 @ 03:12:34
Sad movizio es wigni,shegizliat mitxrat?
LikeLike
ნოე 26, 2016 @ 03:13:53
Sad shevizino es wigni ,shesazlebelia?
LikeLike
ნოე 26, 2016 @ 17:47:28
სულ ახლახანს გამოვიდა და ყველა მაღაზიაში უნდა იყოს.
LikeLike
ნოე 26, 2016 @ 18:52:09
Gmadlobt
LikeLiked by 1 person