ფოსტალიონი ჩინასკი

იცნობთ ჩარლზ ბუკოვსკის? თუ პასუხი დადებითია, ალბათ დამეთანხმებით, რომ საზიზღარი ბებერია 🙂 მაგრამ სწორედ ამ “თვისების” გამოა ასე საინტერესო (და სახალისო) ჰენრი ჩინასკის ამბები. ამ “ბინძურ” ისოტრიებს შორისააა ჰენრის “ფოსტალიონობის” პერიოდიც (არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინასკი თავად ჩარლზია. ასე უფრო “ეფექტურად” წავიკითხავთ მის წიგნებს), რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს სწორედ ფოსტის შიდა სამზარეულო ანიჭებს. მისი მაშინდელი ცხოვრების შემადგენელი ნაწილები – სექსი, ალკოჰოლი, დოღი და “ნეტარი უსაქმურობა” ხომ არც სხვაგან გვაკლია… აი, ფოსტალიონების ცხოვრება კი ნამდვილად უნიკალურია ჰენრი ჩინასკის ყოფაში. თანაც მთელი 12 წელი! ეს საოცარია როგორც თავად ფოსტალიონი ჩინასკის, ისე ფოსტისთვის. აბა, წარმოიდგინეთ, რომ კაცი, რომელიც ყოველთვის 100%-ით იყო ამოვარდნილი ნორმალური (იდეალურობას ნუ მოვთხოვთ) თანამშრომლის ჩარჩოდან, ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც თავად წასულა სამსახურიდან (არადა მის მიერ აღწერილი ფოსტა აშკარად საშინელ სამუშაო ადგილს ჰგავს) და არც გაუშვიათ… და იცით რა? მე მგონი, ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩინასკისაც და ამერიკის ფოსტის მესვეურებსაც! ისინი რომ არა, ჩვენ ვერასდროს შევიგრძნობდით ფოსტალიონის ცხოვრებას ისე, თითქოს თავად ვიმუშავეთ იქ (არ მითხრათ, ფოსტალიონების ცხოვრებაზე ქართული ფილმიც ხომ გვაქვსო. სად ძალიან კარგი, თუმცა იმ დროის შესაბამისად “იდეალური” ფილმი და სად “საზიზღარი ბებერი” ჩინასკი:)))…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ და კარგადაც გაერთობით (როგორც ბუკოვსკის სხვა წიგნების შემთხვევაში). ქართული თარგმანი სერია “ამერიკელების” ნაწილია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: