ქალწულების სუიციდი

10956ბოლო დროს თვითმკვლელობაზე ხშირად ვფიქრობ. არა, საკუთარი სიცოცხლის კონტექსტში არასდროს – უბრალოდ წიგნები მხვდება ასეთი (რაც გამომცემლობა”დიოგენეს” დამსახურებაა). ჯერ იყო და მაიკთან ერთად ვიძიებდი აშკარა მოტივის გარეშე ჩადენილი სუიციდის საქმეს, ახლა კი ხუთი დის თვითმკვლელობის მიზეზთა კვლევას შევუდექი მათ მეზობელ ბიჭებთან ერთად…

…და იცით რას მივხვდი? მგონი, ფსიქიატრი მართალი იყო! არ შეიძლება თვითმკვლელობის მიზეზი რაღაც ერთი იყოს. ლისბონებს ასეთ ადრეულ ასაკში სიცოცხლის შეწყვეტა მხოლოდ საშინელი მშობლების (დედა საერთოდაც აუტანელი ქალი გახლდათ. ის რომ მოეკლათ, ალბათ არ გამიკვირდებოდა), გარემოს დეგრადაციის ან ასაკობრივი დეპრესიის გამო არ გადაუწყვეტიათ. ასეთივე პრობლემები ხომ ნახევარ მსოფლიოს აწუხებს. სუიციდი რაღაც რთული (ერთი შეხედვით გამოუვალი) სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ გარეგნულადაა. სინამდვილეში კი ამას მხოლოდ განსაკუთრებული ფსიქიკის ადამიანები აკეთებენ. ადამიანთა უმეტესობის ეგოიზმი ამ მიმართულების საწინააღმდეგოდ მიდის… ლისბონებმა იმიტომ შეწყვიტეს საკუთარი სიცოცხლე, რომ ასე სურდათ. დიახ, მათი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე, რა თქმა უნდა, იმოქმედა ყველა ოჯახურმა თუ გარე პირობამ, თუმცა ვინ იცის… შეიძლება რომელიმე ფაქტორს არ ეარსება, მაგრამ მათ მაინც არ მოესურვებინათ მომავლით ტკბობა… არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დიდხანს სიცოცხლე არ შეუძლიათ. ზოგი ბუნებრივი სიკვდილით ტოვებს ამ ქვეყანას (შეიძლება თავისი ცხოვრების წესით ხელს უწყობს ამას, მაგრამ გაუცნობიერებლად), ზოგი კი ლისბონებივით სამართებელს, ტაბლეტებს, ბუნებრივ აირს, ფანჯარას ან თოკს ანდობს ამ საქმეს. მაინც რატომ? ალბათ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი თავადაც არ აქვთ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ქართული თარგმანი სერია “ამერიკელების” ნაწილია… ასევე კარგია ეკრანზაციაც (ტრადიციულად, წიგნს ვერ შეედრება, თუმცა მაინც გირჩევთ).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: