ხელის აუკანკალებლად

გსმენიათ დაბა ჰოლკომბის შესახებ? არ გამიკვირდება, თუ არა. ამ დასახლებული პუნქტის არსებობა თვით აშშ-შიც კი ცოტამ თუ იცოდა, სანამ ორი ცივსისხლიანი მკვლელი ქლათერების ოჯახის ოთხ წევრს არ დახოცავდა. თრუმენ კეპოუტის (მე ამ გვარის სხვაგვარი ვერსია უფრო მომწონს, თუმცა რადგან ამ კონკრეტულ წიგნზე ვსაუბრობთ, თარგმანს ნუ ავცდებით) წიგნმა კი, რომელიც ჟურნალისტური ნაშრომისა და ტრადიციული პროზის ნაზავს წარმოადგენს, მთელს მსოფლიოს გააგებინა, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებობს ასეთი ადგილი – ერთი შეხედვით მშვიდი დაბა, რომელიც 1959 წელს გაუგონარი სისატიკით ჩადენილმა ოთხმაგმა მკვლელობამ შეძრა.

წიგნში მკვლელების ვინაობა თავიდანვე ცნობილია. ამიტომ მისტერ თრუმენს დეტექტივის ავტორს ვერ ვუწოდებთ. თუმცა შეუძლებელია არ დავაფასოთ მისი შრომა. მან ხომ პირადად შეისწავლა მკვლელობის საქმე (თავად მკვლელებისგან მიღებული ინფორმაციის ჩათვლით) და შექმნა ნამდვილად თავისი საუკეთესო ნაწარმოები (მისი ბევრი წიგნი არ წამიკითხავს, თუმცა ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ აზრს შევიცვლი). დიახ, მკვლელები დასაჯეს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ხომ ერთი შეხედვით არარსებული მოტივია. რატომ უნდა მოეკლა ხელის აუკანკალებლად ორ ნასამართლევ ახალგაზრდას ფოტოზე გამოსახული ოთხი ბედნიერი ადამიანი? ეს წიგნი ამ კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავ პასუხს სცემს, თუმცა ჩემთვის ეს პასუხი ზუსტად ისეთივეა, როგორც თვითმკვლელი ქალწულების ისტორიის “გამოძიების” შემდეგ – ადამიანებს შეიძლება კარგი ან ცუდი ცხოვრება ჰქონდეთ, თუმცა ისეთ რადიკალურ ნაბიჯს, როგორიც სხვების ასე სასტიკად დახოცვა ან საკუთარი სიცოცხლის შეწყვეტაა, მხოლოდ ერთეულები (ისინი, ვისაც განსაკუთრებით საშინლად მოექცა ოჯახი, საზოგადოება, რომელიც მკვლელობას მკვლელობით ებრძვის, საკუთარი ფსიქიკა) დგამენ… ასეთები იყვნენ დიკი და პერი და სწორედ მათი დამახინჯებული ფსიქიკის, მათი შემზარავი საქციელის შესწავლას შეალია მრავალი წელი თრუმენ კეპოუტმა… და არა ამაოდ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის სერია “ამერიკელების”ნაწილია. ასევე შემიძლია გირჩიოთ ძალიან კარგი ეკრანიზაცია და ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ წერდა მისტერ თრუმენი ამ წიგნს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: