ამერიკული ნოველა

imagesaaალბათ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს, ისტორია 240 წლის წინათ იწყება. მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ახალგაზრდა, თუმცა ვერაფრით დავეთანხმებით ბევრის მოსაზრებას, რომ ასეთი “ასაკის” ქვეყანასთან მეგობრობა ჩვენს “ღირსებას” ჩრდილს აყენებს. ასეთი იდეების გამხმოვანებლები რატომღაც არასდროს ფიქრობენ იმაზე, რომ 3 საუკუნეზე მცირე დროში აშშ-მ მოახერხა როგორც ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ასევე მსოფლიო კულტურის გამდიდრება დიდებული ლიტერატურითა და მუსიკით… მათი ასეთი დამოკუდებულების მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ არც ისტორია აინტერესებთ, არც ნიუ-ორლეანში შექმნილი ჯაზი ანიჭებთ სიამოვნებას და არც ამერიკელი მწერლების განუმეორებელი ნამუშევრები წაუკითხავთ. ამის გამოსწორება არასდროსაა გვიან. დასაწყისისთვის კი ყველაზე მარტივი ნამდვილი ამერიკული ნოველების წაკითხვა იქნება.

შემთხვევით ისეთი წიგნი რომ შეგხვდეთ, რომელსაც ავტორის ვინაობა არ აწერია, მცირე ლიტერატურული გამოცდილების შემთხვევაშიც კი ადვილად ამოიცნობთ უილიამ ფოლკნერის ნოველებს. გარდა იმისა, რომ “როცა ღამდება” და “ვარდი ემილისთვის” იოკნაპატოფას ოლქის ისტორიებს მიეკუთვნება (აქ კომპსონებსა და სარტორისებსაც შეხვდებით), ისინი მისტერ უილიამის განსაკუთრებული ხელწერით გამოირჩევა – ამერიკული ხელწერით. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დამეთანხმებით, თუ გაიცნობთ აფროამერიკელ ქალს, რომელსაც გაბოროტებული და ვითომდა გაქცეული ქმრის გამო დაღამების ეშინია და გამუდმებით იმას ბუტბუტებს, რა ჩემი ბრალია, შავკანიანი რომ ვარო… ან მარტოსულ ემილის, რომელსაც თანაქალაქელები მთელი ცხოვრება თვალს არ აცილებდნენ, მაგრამ მან თავისი საიდუმლო მაინც სიკვდილამდე შეინახა…

არავისში აგერევათ ფილიპ როთიც – კაცი, რომელიც მუდამ ამერიკელ ებრაელებზე წერდა. “მშვიდობით, კოლამბუსიც” სწორედ ამ თემას ეძღვნება – ამერიკელ ებრაელ ბიჭს, რომელიც საკუთარი “ტრადიციული” ოჯახის გარდა, შეყვარებულის ასეთივე “სახალისო” ოჯახს გვაცნობს…

ამერიკული ლიტერატურა არ იარსებებდა მარკ ტვენის გარეშეც. მისი კალმით აღწერილი მისისიპის ნაპირები ბავშვობიდან კარგად გვახსოვს (პირადად მე ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი ტომისა და ჰეკის გარეშე), თუმცა არც ახლაა გვიან. დოყლაპია უილსონისა და მისი თანაქალაქელების ამბები ნამდვილი ამერიკული ისტორიაა თავისი “თეთრებითა და მონებით”, პატარა ქალაქისათვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობითა და წინასწარგანზრახულობით, საიდუმლოთი და სიკეთის გვიანი, მაგრამ მაინც გამარჯვებით…

P.S. ახლა კი წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა ლიტერატურა უილიამ ფოლკნერის, მარკ ტვენის, ფილიპ როთისა და სხვა დიდი ამერიკელი მწერლების გარეშე? ბევრად უფრო ღარიბი, ვიდრე დღესაა, ასე რომ დავტკბეთ მათი წიგნებით და კარგი მუსიკით 🙂

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. tazo kikvadze
    დეკ 17, 2016 @ 17:05:45

    ვაშინგტონ ირვინგი არ უნდა გამოგვრჩეს ამერიკული ნოველის მამა, პირველი ინდიელების თემატიკის წამომჭრელი.

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: