ახალი წელი რინსვინდთან ერთად

6969448-mug-cup-cookies-book-christmas-tree-lights-garland-holiday-new-year[1]2016 წელიც მიიწურა… მსოფლიოში, ქვეყანასა და პირად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ბევრი კარგი და ცუდი რამ მოხდა – ყველა წელი ხომ სავსეა სიხარულითა და იმედგაცრუებით… თუმცა ლიტერატურული წელიწადი ნამდვილად კარგი გამოვიდა. ჩვენმა საყვარელმა გამომცემლობებმა ამჯერადაც გაგვანებივრეს და უამრავი კარგი გამოცემა შემოგვთავაზეს (მათ შორის გამორჩეული ახალი სერიებიც – “Et cetera”, “უკვდავი ბიბლიოთეკა”, “13” და ა.შ.). პრეზენტაციები და ფესტივალებიც უხვად გვქონდა, საყვარელი მწერლებიც გვესტუმრნენ… მეც არ “მიზარმაცია” და მოემის, მერდოკის, ჰეილის, კაზანძაკისის, სელინის, მანის, ჰესეს, დიობლინის, რენდისა და ირვინ შოუს ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი წიგნები ახლა უკვე წაკითხულთა შორისაა 🙂 იმედი ვიქონიოთ, რომ 2017-ც აქტიური იქნება, მანამდე კი წლის ბოლო მოგზაურობაზე გიამბობთ, რომელიც უკვე ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა. თუ წლის უკანსკნელ დღეს აუცილებლად დელასა და ჯეიმსს ვუძღვნი ხოლმე, დასკვნით წიგნად უკვე მერამდენე წელია ტერი პრატჩეტის დისკოს სამყაროს მორიგ ნაწილს ვირჩევ. ეს იმიტომ, რომ სერ ტერისთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ხალისითაა სავსე და არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა გამონაკლისი.

რინსვინდი ხომ გახსოვთ? ეს ფრიად საინტერესო და “ოდნავ უცნაური” ჯადოქარი უკვე არაერთხელ შეგვხვდა დისკოს სამყაროში მოგზაურობისას. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ის რაიმე ზებუნებრივი ძალით (ხშირ “გადარჩენებს” თუ არ ჩავთვლით) ან სიმამაცითაა გამორჩეული, თუმცა თუ იცნობთ, შეუძლებელია არ გიყვარდეთ. კვერთხისა და ქუდის (თარგმანი ჩემია და შესაძლოა ზუსტი არ იყოს) ამბავშიც მის გამო ჩავები და სულ სიცილ-სიცილით ჩავირბინე სახიფათო გზა. სამყარო ხომ უნდა გადამერჩინა… თან მე თქვენ გეტყვით და მოსაწყენი ხალხი მიმშვენებდა გვერდს… აბა თავად განსაჯეთ – შეიძლება ჩაგეძინოს ან წიგნის გვერდით გადადება მოგინდეს, როდესაც ჯადოქრების უნივერსიტეტში მერვე ვაჟის მერვე ვაჟი “გა-არკკანცლერდა”, რინსვინდი, კონანის სტილისტი ქალიშვილი და სამი დღის წინათ “გაბარბაროსებული” ახალგაზრდა განსაკუთრებული მისიით “გაქცეულ” ქუდს მისდევენ, ბიბლიოთეკარი ორანგუტანი და ქალაქის აწ უკვე ყოფილი მმართველი კვერთხს ემალებიან, სკივრი მანიაკი-მკვლელის ნაცვლად შეყვარებულ არსებად ქცეულა… მოკლედ, მაგარი ამბები ტრიალებს დისკოს სამყაროში… ძალიან მაგარი და სახალისო ამბები…

P.S. ახალ წელს გილოცავთ და ბედნიერ ლიტერატურულ (და არა მხოლოდ) წელს გისურვებთ! რადგან სტატისტიკა და პირადი გამოხმაურებები მიჩვენებს, რომ ბლოგისადმი ინტერესი არ შემცირებულა, ამიტომ 2017-ში ისევ შევხვდებით და გავაგრძელებთ ახალ წიგნებზე საუბარს 🙂 მანამდე კი 2016-ს საუკეთესო მოგზაურობებს გადავხედოთ:

 

2 Comments (+add yours?)

  1. salomeaa
    Jan 01, 2017 @ 19:19:05

    2016 წლის ახალ წელს ჩემს თავს პირობა მივეცი, 2015 წელზე მეტი წიგნი წამეკითხა, მაგრამ ვერ შევასრულე.

    2017 წლის 1 იანვარს, საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ დაქანცული, დაღლილი და :არაფერიმინდა: დღეების მიუხედავად, მაინც ვიპოვნი ჩემს თავში სურვილს, ემოციებს და განწყობას წიგნები წავიკითხო.

    ახალ წელს გილოცავ❤️

    Liked by 1 person

    Reply

    • Kejeradze
      Jan 03, 2017 @ 19:03:14

      ასეთ დღეებში უფრო სასიამოვნოა კითხვა 🙂

      დიდი მადლობა 🙂 მეც გილოცავ ❤

      Liked by 1 person

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: