ელენე დარიანის დღიურები

“…საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს…” – ელენე დარიანი

რას ფიქრობთ ელენე დარიანის პოეზიაზე? თქვენ შეიძლება მოგწონდეთ მისი ლექსები ან არა, ფიქრობდეთ რომ ე.წ. დარიანული ციკლის ლექსები პაოლო იაშვილის კალამს ეკუთვნის ან სხვათა ავტორობის ვერსიას ემხრობოდეთ… თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თუ გადაშლით თამთა მელაშვილის წიგნს “აღმოსავლეთით”, არ ინანებთ.

თამთა ძალიან საინტერესოდ შლის ცისფერყანწელთა ეპოქის ყველაზე დიდი საიდუმლოს თემას. არა, ის წარსულში პირდაპირი გაგებით არ გვაბრუნებს და არც ვრცელ ნაშრომს გვთავაზობს. პირიქით – მცირე მოცულობის წიგნში ახერხებს პირად პრობლემებში გაბმული ირინას ცხოვრების (ბავშვობიდან რომ ვერ ღირსებია ბედნიერებას და მისი ყოველი ნაბიჯი თუ ნაცნობი ძალიან “ჩვენებური” რომ არის) ჩვენებას და ამავე დროს მისივე ბლოგის საფუძველზე ელენე დარიანის ირგვლივ არსებული კითხვების დასმას… დიახ, ირინა (და თამთა) მხოლოდ კითხვებს სვამს და მისი მიზანიც სწორედ ესაა – ამ წიგნის დახურვის შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ – ვინ არის ელენე დარიანი? პაოლო იაშვილის მეორე მე, ელენე ბაქრაძე თუ ვინმე სხვა? და თუ რომელიმე ვერსიას მივემხრობით, ეს არ იქნება პასუხი. ეს იქნება ახალი კითხვა – რატომ? რატომ დაწერა პაოლომ ასეთი ქალური და საკუთარი ჩვეული სტილისგან ასე განსხვავებული ლექსები? ან რატომ “გადაულოცა” ელენე ბაქრაძემ თავისი ლექსები პაოლოს? რატომ ვერავინ შეძლო დღემდე  ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოს ამოხსნა?

P.S. ეს წიგნი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა. თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: