პარიზსა და ლონდონში დიკენსთან ერთად

“ეს იყო ყველაზე მშვენიერი დრო, ეს იყო ყველაზე საშინელი დრო, – საუკუნე სიბრძნისა, საუკუნე სიგიჟისა, დღეები რწმენისა, დღეები ურწმუნოებისა, ჟამი სინათლისა, ჟამი წყვდიადისა, გაზაფხული იმედებისა, ყინვა სასოწარკვეთისა, ჩვენ ყველაფერი წინ გვქონდა, ჩვენ წინ აღარაფერი გვქონდა, ჩვენ ხან ზეცაში დავფრინავდით, ხან კი ჯოჯოხეთში ვინთქმებოდით, – ერთი სიტყვით, ეს დრო ძალიან ჰგავდა ახლანდელს.” – ჩარლზ დიკენსი

გიოცნებიათ პარიზსა და ლონდონში მოგზაურობაზე? ალბათ ბევრი პირადად სტუმრობდა ამ ქალაქებს, ბევრი სამომავლოდ გეგმავს მათ მონახულებას, თუმცა ისეთ საფრანგეთსა და ინგლისს ვეღარ ნახავთ, როგორსაც ჩარლზ დიკენსი წარმოაჩენს… და ეს ძალიან კარგია! რატომ? ახლავე გიამბობთ.

მე-18 საუკუნის დასასრულს მომხდარი საფრანგეთის რევოლუცია დღეს ისტორიის კუთვნილებაა. ჩვენ სახელმძღვანელობის, წიგნებისა და ფილმების დახმარებით ძალიან კარგად ვიცით ყველა დეტალი და 14 ივლისსაც აღვნიშნავთ, მაგრამ გვავიწყდება მთავარი რამ – სისხლიანი რევოლუციის გამართლება არ შეიძლება! დიახ, საფრანგეთში (რუსეთშიც) გარდაუვალი იყო გადატრიალება, ბურჟუაზიის თავგასულობა უნდა დასრულებულიყო (თავად დიკენსიც ხომ ამას გვიჩვენებს, როდესაც მარკიზის ეტლის ბორბლებქვეშ დაღუპულ ბავშვზე, არისტოკრატთა მიერ “მოწონებულ” გლეხ ქალზე, შიმშილისა და შეურაცხყოფისგან გარდაცვლილ ღატაკებზე, უსამართლოდ დატუსაღებულ ექიმზე გვიამბობს), თუმცა ის, რაც შემდეგ მოხდა არაფრით ჩამოუვარდებოდა წარსულში დატრიალებულ ტრაგედიებს. რევოლუციონერებმაც ისევე შეუბრალებლად დაიწყეს “განსხვავებულთა” განადგურება, როგორც ამას არისტოკრატები აკეთებდნენ (გეცნობათ ეს მოვლენები?). თუ რევოლუციამდე სამეფო ოჯახი და სხვა დიდებულები (დიკენსი მათზე ან რევოლუციის ლიდერებზე საუბრით არ გვღლის) არად აგდებდნენ სხვათა სისხლს, ბასტილიის აღების შემდეგ ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა. პარიზში გილიოტინა “გამეფდა”, ლონდონში გახიზნული ფრანგები და მათი მეგობარი ინგლისელები კი შურისძიების ყოვლისმხედველ თვალსაწიერში აღმოჩდნენ… და მაშინ აღარავინ იცოდა, ვის მოუხსნიდა სამუდამოდ თავის ტკივილს სამსონი, ვის სახელს გააჟღერებდნენ დამსმენები, ვის დაეწეოდა შეშლილი რევოლუციონერი ქალების საქსოვი ჩხირი… არავინ დიკენსის გარდა…

P.S. სამწუხაროა, რომ ჩარლზ დიკენსის ყველაზე პოპულარულ წიგნად აღიარებული ნაწარმოები ქართულად არ გვაქვს. ბოლო დროს “ძველ” მწერლებს ხშირად თარგმნიან და იმედი ვიქონიოთ, რომ “ორი ქალაქის ამბავსაც” მიაქცევენ ყურადღებას. საინტერესო ეპოქა, საინტერესო პერსონაჟები, თხრობის ძალიან სასიამოვნო სტილი – მკითხველებს ხომ მეტი არაფერი გვინდა 🙂

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: პოლკოვნიკის მიმწუხრი | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: