ჩეხური ნოველა

sknflgdis63mssbok-pr-01ჩეხურ ლიტერატურას ხშირად ვკითხულობთ და ხშირად ვსაუბრობთ მასზე. ეს უფრო მეტად იმის დამსახურებაა, რომ ბოლო წლებში აქტიურად ითარგმნება მილან კუნდერასა და ბოჰუმილ ჰრაბალის წიგნები. პრაღის “ხათრით” ფრანც კაფკაც შეგვიძლია ამავე კატეგორიას მივაკუთვნოთ. მართალია, გერმანულად წერდა და ეთნიკურად ებრაელი გახლდათ, თუმცა ჩეხები მაინც “თავისიანად” მიიჩნევენ… აი, იაროსლავ ჰაშეკი და კარელ ჩაპეკი კი ჩვენში ნაკლებად ცნობილები არიან. მეც წლებია მათ გვერდს ვუვლი, რადგან მოთხრობების მოყვარული არ ვარ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩეხური ნოველების წაკითხვა ნამდვილად ღირდა.

ჰაშეკისა და ჩაპეკის მოთხრობები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამ ორი ავტორის დახმარებით რამდენიმე დღე ნამდვილihp3c83p ჩეხეთში გავატარე – გავიცანი ჩეხები, მაშინდელი გარემო და ახლა, როდესაც ეს დრო გავიდა, ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ უამრავ საკითხავს შორის სწორედ ეს წიგნები შევარჩიე. სხვაგან ხომ ვერსად ვნახავდი ასეთ საინტერესო გმირებს, მოკლე მოთხრობებს, რომლებიც საოცარი იუმორითაა შეზავებული (ჩაპეკმა დეტექტიური “სუნელიც” არ მოაკლო თავის შესანიშნავ მოთხრობებს)… უფრო სწორად, ვნახავდი (მაგალითად, ო’ჰენრისთან), თუმცა ეს არ იქნებოდა ის, რასაც ვეძებდ – ეს არ იქნებოდა მოგზაურობა ჩეხეთში!

P.S. ამ მწერლებს ქართულად არ თარგმნიან, თუმცა მშობლიურ ენაზე ვაცლავ ჰაველის წიგნი გვაქვს. მე სწორედ მას მოვიძიებ. თქვენ კი, თუ თავისუფალი დრო გაქვთ და სახალისო ლიტერატურას ეძებთ (თან რუსულადაც კითხულობთ), იაროსლავსა და კარელს მიმართეთ 🙂

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Molly Bloom's Day
    Jan 23, 2017 @ 21:08:20

    კლასიკაა ჩაპეკიც და გაშეკიც. ჩაპეკის ჯიბიდან ამოღებული მოთხრობები 💛

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: