მამებისა და შვილების ურთიერთობაზე უამრავი წიგნი დაწერილა (ტურგენევმა სათაურიც კი ასეთი შეურჩია თავის წიგნს), თუმცა ფრანც კაფკას “წერილი მამას” განსაკუთრებულია. ამის მიზეზი ერთი რამ გახლავთ – ეს არ არის მწერლის მიერ შექმნილი ამბავი რეალურად არსებულ თემაზე. ეს ნამდვილი წერილია!
ფრანც კაფკას ბიოგრაფია საყოველთაოდაა ცნობილი. მისი შემოქმედებით დაინტერესებულებს ისიც მოგეხსენებათ, რომ მამასთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია. თუმცა მისი წერილი მნიშვნელოვანი სულ სხვა რამის გამოა – მასში წამოჭრილი პრობლემები მშობლებისა და შვილებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელოა. ბევრ მამას ხომ ალბათ ჰგონია, რომ შვილის ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს (როგორც ფრანცის მამას) – მას ხელით არასდროს ეხება, ყველაფრით უზრუნველყოფს და რჩევებსაც არ იშურებს მისთვის. შვილები კი საკუთარ უიღბლობას მშობლებს მიაწერენ ხოლმე… სწორედ ეს დაემართათ ფრანცსა და ჰერმანს. მიუხედავად იმისა, რომ წერილს ფრანცი წერს და ძალიან კარგადაც ასაბუთებს თავის მოსაზრებებს, ცალსახად ვერც მამას გაამტყუნებთ (თავად ფრანციც ხომ ამბობს, რომ შესაძლოა სხვაგვარი აღზრდის შემთხვავაშიც ზუსტად ისეთივე მომავალი ჰქონოდა). პირადად მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მამაცა და შვილიც უბრალოდ ვერ აცნობიერებდნენ საკუთარ შეცდომებს, რომლებიც მრავლად დაუშვეს როგორც ერთმანეთთან, ისე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში… სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მამებმა (დედებმაც და ბავშვების აღზრდაში ჩართულმა ოჯახის სხვა წევრებმაც) და შვილებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ კაფკას პატარა წიგნი – წაიკითხონ და გაითვალისწინონ ისეთი დიდი ადამიანის გამოცდილება, როგორიც ფრანც კაფკაა! მან ხომ უამრავი ადამიანის სათქმელი თქვა!
P.S. ეს წიგნი ქართულადაც გვაქვს. ასე რომ, დაინტერესების შემთხვევაში მარტივად მოიძიებთ.
იან 27, 2017 @ 22:02:28
ძალიან დავინტერესდი კაფკას შემოქმედებით და ეს ნაწარმოები განსაკუთრებით მომეწონა, მოვიძიებ და აუცილებლად წავიკითხავ
LikeLiked by 1 person
თებ 11, 2017 @ 19:33:41
ზეპირად მახსოვს ამ წერილის ფრაზები იმდენჯერ წავიკითხე ბოლო სამ წელში.
LikeLiked by 1 person
სექ 20, 2022 @ 11:48:01
გამარჯობა. ქართული ვერსია მინდა ამ წიგნის. როგორ შევიძინო?
LikeLike
დეკ 28, 2022 @ 21:10:51
MEREBASHVILITYKESSON PUBLISHING-ის გამოცემა იყო. თუ არის კიდევ დარჩენილი მაღაზიებში.
LikeLike