სელიმ-ფაშას პროცესი

წინათ თურმე სასამართლო პროცესები მხოლოდ სპეციალურ დაწესებულებებში არ იმართებოდა. ამისთვის კლუბებსა და თეატრებსაც იყენებდნენ (ზოგჯერ სახლებსაც) და თითქოს სრულიად შეუფერებელ ადგილებში ასამართლებდნენ ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიულ პირებს… დათო ტურაშვილმაც ასეთი პროცესი მოაწყო და სასამართლოს წინაშე წარსდგა სელიმ-ფაშა.

სელიმ ხიმშიაშვილის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ზოგი მას ოსმალთა მსახურს უწოდებს, ზოგი კი – წამებულ გმირს. თავისებურად ორივე მხარე მართალია და არც ეს პროცესი ცდილობს ცალსახა აზრის ჩამოყალიბებას. რეჟისორის (ამავე დროს მოსამართლეც რომ არის) მიზანი სულ სხვაა. ის სხვადასხვა მხრიდან წარმოგვიდგენს სელიმს და სწორედ ამისთვის იწვევს მოწმეებს, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ. ბერტა, როგორც ქალი, სელიმის სიყვარულის შესახებ უამბობს სასამართლოს, ისტორიკოსი კახაბერ ბუაჩიძე – მისი სიკვდილის დეტალებზე, გიმნაზისტი – ხიხანსა და მის კავშირზე თამარ მეფესთან, თედო სახოკია კი დეტალურად აანალიზებს ეპოქას. შედეგად კი ვიღებთ განაჩენს, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

P.S. ეს პიესა “საბა”-ზე აღმოვაჩინე (თანაც უფასოდ). თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ დათოს პიესები, მაშინ მარტივად მოიძიებთ.

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. Molly Bloom's Day
    Feb 06, 2017 @ 21:09:14

    ქინდლის ვერსია აქვს?

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: