მეზღვაური, რომელიც ზღვამ გადაიყვარა

ვასიკო კეჟერაძეს თუ დავესესხებით, წიგნებს მხოლოდ დროის გასაყვანად არ ვკითხულობთ. ლიტერატურა ისეთი რამაა, რასაც ბევრი ფიქრი სჭირდება – თუნდაც მგზავრობისას ან მაშინ, როდესაც მაღაზიაში თქვენს რიგს ელოდებით. თუ ამ თითქოსდა უაზრო დროს “მოგზაურობას” დაუთმობთ, არასდროს მოგწყინდებათ… აბა თავად განსაჯეთ – შეიძლება არ იცოდე რა ქნა, თუ მანამდე მეგზურად იუკიო მიშიმა აირჩიე? რა თქმა უნდა, არა. “მეზღვაური, რომელიც ზღვამ გადაიყვარა” ისეთ სამყაროში გადაგიყვანთ, რომელსაც დიდხანს ვერ დააღწევთ თავს…

პირველად წიგნს რომ გადაშლით, ალბათ იფიქრებთ, რომ ამ პატარა ნაწარმოებს ძალიან სწრაფად ჩაიკითხავთ და ასევე სწრაფად მიივიწყებთ. თუმცა სულ მალე მიხვდებით, რომ შეცდით. განცდას, რომ ავტორმა ზღვის ტალღების ხმაურის ფონზე ასეთი ლამაზი და ამავე დროს ასეთი საშინელი ამბავი თქვენთვის დაწერა, ასე მარტივად ვერ მოიშორებთ. რიუძის (რომელიც ზღვამ გადაიყვარა და არც ხმელეთმა მიიღო ბოლომდე) უსაზღვრო სევდა და ბედნიერების წყურვილი, ფუსაკოს სწრაფვა ქალური ბედნიერებისკენ, ნობორუს სისასტიკე და ეგოიზმი (სხვა არა შეილძება ვუწოდოთ დედის საყვარელი მამაკაცის მიმართ ასეთ ზიზღს?) კიდევ დიდხანს შეგახსენებთ თავს… კიდევ დიდხანს იფიქრებთ იმაზე, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო – ამისთვის ფუსაკოს თავიდანვე სხვაგვარი ურთიერთობა უნდა ჩამოეყალიბებინა შვილთან (განა ოთახში ჩაკეტვა აღზრდის საუკეთესო მეთოდია?), რიუძის უნდა ეგრძნო, რომ ზღვა და ხმელეთი ერთნი არიან და ეჩუქებინა ერთი ნობორუსთვის, მეორე – ფუსაკოსთვის, ბედნიერება კი – საკუთარი თავისთვის… ან იქნებ ნობორუსა და მისი მეგობრების მსგავსი მოზარდების გვერდით ყველაფერი ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო… ისე, როგორც იუკიო მიშიმამ ჩაიფიქრა…

P.S. იუკიო მიშიმას ამ წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ “დიოგენემ” “ოქროს ტაძარი” შემოგვთავაზა. ამ ავტორის (რომელიც ჩემს მცირერიცხოვან ფავორიტთა შორისაა) მოყვარულები ძალიან ისიამოვნებთ 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: