იასუნარი კავაბატა განსაკუთრებული მწერალია, განსაკუთრებულად “იაპონური” მწერალი. დღეს, როდესაც იაპონია ყველაზე თანამედროვე ქვეყანაა და მთელი მსოფლიო მათი ტექნიკით სარგებლობითა და ჰარუკი მურაკამის წიგნების კითხვითაა დაკავებული, თითქოს კავაბატას სტილი მოძველებული უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის. განა შეიძლება, რომ ჰოკუმ სილამაზე დაკარგოს? ზუსტად ასევეა იასუნარის პროზაც. მიუხედავად იმისა, რომ “მთის კვნესაში” (სხვაგანაც) ის ჩვენს დროზე მოგვითხრობს, წიგნის ფურცლებიდან მაინც ნამდვილი ძველი იაპონია მოსჩანს – თავისი ბუნებით (არ შეგეშინდეთ – კავაბატა გრძელ ბუნების აღწერებს არ გვთავაზობს, თუმცა კითხვის პროცესში თითქოს საკუთარი თვალით ხედავთ აყვავებულ ხეებს), სიმშვიდით, რთული ურთიერთობებითა და ფიქრებით.
წიგნში დიდი დოზითაა გარემო და სწრაფვა ჰარმონიისაკენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ არის სიუჟეტი. ასაკოვანი კაცისა და მისი “პრობლემური” ოჯახის ისტორია ძალიან საინტერესოც არის და სასიამოვნოც. კაცი, რომელსაც წლებთან ერთად ბევრი რამ ავიწყდება, სიკვდილსა და წარსულზე ფიქრი კი ეძალება, მისი ცოლი, რომელიც ოდესღაც მისი ცოლის და იყო, საყვარელი რძალი, ვაჟი, ვაჟის საყვარელი, ქმარს გაცილებული ქალიშვილი და შვილიშვილები, მეგობრები და თანამშრომლები… ყველა ეს ადამიანი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ – ისაუნარი კავაბატა… და კიდევ იაპონია – ადგილი, რომელსაც თითქოს საკუთარი სული აქვს… ძალიან ლამაზი სული…
P.S. იასუნარი კავაბატას ეს ძალიან კარგი წიგნი ქართულად არ გავქვს. თუმცა ადვილად მოიძიებთ “თოვლიან მხარესა” და “ათასფრთიან წეროს” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”). თუ იაპონურ პროზას აფასებთ, უკეთეს საკითხავს ვერ ნახავთ.
იან 14, 2020 @ 22:29:21
გამარჯობა, მაინტერესებს ამის pdf ვერსია თუ გაქვს? ინგლისურად რადგან ქართულად არც ახლა არა 😦
LikeLike
იან 14, 2020 @ 22:39:12
გამარჯობა. არა, აქედან გადმოვწერე ქინდლში http://flibusta.is/b/105102
LikeLike
იან 17, 2020 @ 19:20:11
კარგი, მადლობა.
ისე ძალიან მომწონს შენი ბლოგი❤️წარმატებებს და კიდევ ბევრ საინტერესო წიგნების წაკითხვას გისურვებ ❤️🙈
LikeLike
იან 19, 2020 @ 15:27:30
მადლობა 🙂
LikeLike