ნაკრძალში დოვლატოვთან ერთად

იცნობთ სერგეი დოვლატოვს? თუ არა, ძალიან ბევრს კარგავთ. არა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემს მცირერიცხოვან ფავორიტთა შორისაა. უბრალოდ მგონია, რომ დღეს, როდესაც მაინცდამაინც ბედნიერი ცხოვრება არ გვაქვს (ალბათ მიმიხვდით, რას ვგულისხმობ), სახალისო საკითხავი ძალიან გვჭირდება… მერა რა, თუ შეიძლება კარგ განწყობაზე არ ვართ. სწორედ ამიტომ უნდა გავიცნოთ უფრო ახლოს დოვლატოვი – კაცი, რომელიც ჩვენზე უარეს დროში ცხოვრობდა (ბოროტების იმპერიაში), მაგრამ მაინც ახერხებდა სიცილს.

თავის მცირე ზომის წიგნში “ნაკრძალი” დოვლატოვი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და შესანიშნავი იუმორით ყვება თავის რთულ ცხოვრებაზე. აქ მას ბორის ალიხანოვი ჰქვია და პუშკინისადმი მიძღვნილ ნაკრძალში ჩადის სამუშაოდ, თუმცა პრობლემები ზუსტად ისეთვე აქვს, როგორიც თავად სერგეის ჰქონდა (ან თუნდაც პუშკინს) – დანგრევის პირას მისული ოჯახი, პროფესია, რომელიც თითქოსდა უსარგებლოა, ალკოჰოლი… ბორისი/სერგეი ეპოქის სახეა… იქნებ ზოგადად ხელოვანის ცხოვრების… განსაკუთრებით კი ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც სსრკ გახლდათ (ან თუნდაც რუსეთი)…

P.S. სამწუხაროდ, ეს წიგნი ქართულად არ გვაქვს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ფარგლებში გამოვიდა “ჩემოდანი” და “უცხოელი ქალი”. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, მოიძიეთ. მერწმუნეთ, ძალიან იხალისებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: