25 თებერვალი

“…მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს…” – კოლაუ ნადირაძე

25 თებერვალი ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ დაიპყრეს და ის ყოველთვის ახერხებდა გათავისუფლებას, თუმცა 1921 წელი მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საბჭოთა ოკუპაციამ ყველაზე მძიმე რამ – მენტალური გადაგვარება – დაგვიტოვა მემკვიდრეობით. სწორედ ამიტომ აუცილებელია ოკუპაციის წლების გაანალიზება და სათანადო დასკვნების გამოტანა. მერე რა, თუ სახელმძღვანელოებში თითქოს ამოგლეჯილია ისტორიის ეს ნაწილი და ავტორები მხოლოდ გაკვრით ეხებიან ერეკლე II-ის მეფობის შემდგომ ამბებს… ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ სანამ ამ საქმით დაკავებული ადამიანები საბჭოთა ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გააცნობიერებენ (იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება), დამოუკიდებლად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი.

საბჭოთა ოკუპაციით დაინტერესებულთათვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები. ის, როგორც სამხედრო, სხვა კუთხით წარმოგვიჩენს მაშინდელი საქართველოს მდგომარეობას. დამოუკიდებლობის წლებში ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა ყველა მეზობლის მხრიდან, თუმცა ამას არ ან ვერ ხედავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. იმის ნაცვლად, რომ ეზრუნათ ჯარზე – ღირსეული ხალხი ჩაეყენებინათ ქვეყნის სამსახურში, სათანადოდ შეემოსათ და გამოეკვებათ ისინი (რისი საშუალებაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ჰქონდათ), ისინი ებრძოდნენ ერთმანეთს (მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ ნოე რამიშვილმა, რომელსაც საქართველოს ბოროტ გენიას ეძახდნენ, თავად მაზნიაშვილის წინააღმდეგ გაილაშქრა და სასამართლოს წინაშეც კი დასდო ბრალი) და იღებდნენ სრულიად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს (გენერალი კვინიტაძე ნამდვილად ღირსეული პიროვნება გახლდათ, თუმცა იმ ვითარებაში გენერალი ოდიშელიძის მისით ჩანაცვლება გამართლებული ვერ იქნება, ისევე როგორც “უაზრო” დემობილიზაცია). შედეგად კი მივიღეთ დამარცხება… ან კი რას ელოდა ხალხი მაშინ, როდესაც ჯარს არ ჰქონდა არც იარაღი, არც ავიაცია, სანგრები, დაზვერვის ქსელი… ჯარისკაცთა უმეტესობა კი უბრალოდ მხდალი გახლდათ… ის, რომ ქართველებმა ამდენ ხანს იბრძოლეს და, რომ არა უკან დახევის ბრძანება, იქნებ მეტი წარმატებისთვისაც მიეღწიათ, ცალკეული ადამიანების თავდადების შედეგია და არა ხელისუფლების… ისინი ხომ უბრალოდ გაიქცნენ და ხალხი გერმანელებისა და ინგლისელების იმედად, სატუსაღოებსა და ოკუპირებულ ქალაქებში დატოვეს (პაოლო იაშვილსა და მის მეგობრებს რომ არ გადაერჩინათ თბილისი, იქნებ ოკუპანტებს ქვა ქვაზეც არ დაეტოვებინათ სატახტო ქალაქში), წასულებს (მაგალითად, მაზნიაშვილს) კი ათასგვარი ცილი დასწამეს და პარიზიდანაც კი განდევნეს… განდევნეს, რათა საბოლოოდ ნამდვილ ქართველთა უმეტესობა ოკუპაციის ფიზიკური მსხერპლი გამხდარიყო (თავად გენერალი მაზნიაშვილიც)…

…ქართველთა ნაწილი კი ფიზიკურად ვერა, თუმცა სულიერად კი გაანადგურეს. სწორედ ასეთ ადამიანებზე გვიამბობს ნიკოლო მიწიშვილი. ის გვაცნობს ადამიანებს, რომლებმაც თავი ბათუმს შეაფარეს, თუმცა ამაოდ. ისევ ქართველების ხელით ოსმალოთაგან დახსნილ ქალაქში რევკომი “გამეფდა” და ყველა შიშმა მოიცვა – სიკვდილის შიშმა. ამ ყოვლისმომცველი შიშისგან თავის დასახსნელად არც სიცრუეს ერიდებოდა ვინმე, არც უსიტყვო მორჩილებას… იქნებ არც ტყუოდნენ… საქართველო ხომ მაინც გადარჩა… გადარჩა იმიტომ, რომ ოკუპაციას ბევრი, თუმცა არა ყველა მოქალაქე შეეწირა… დღეს ტფილისი მაინც არსებობს!

P.S. გენერალი მაზნიაშვილის მოგონებებს მარტივად მოიძიებთ. ეს წიგნი ოჩობუქსმა გამოსცა. ნიკოლო მიწიშვილის “არტანუჯისეული” გამოცემა კი შედარებით რთული აღმოსაჩენია. ის 2006 წელსაა დაბეჭდილი და მხოლოდ “ლატერნაში” მივაგენი (თვით “არტანუჯის” საფესტივალო სტენდზეც კი ვერავინ მიაგნო, მიუხედავად იმისა, რომ კატალოგში იყო და სწორედ იქ შევამჩნიე პირველად).

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. ოჩოპინტრე
    მარ 08, 2017 @ 23:49:34

    სულ ვათვალიერებ ხოლმე ბლოგებს და მაინც კი დამაგვაინდა ამ პოსტის ნახვა.
    მადლობა, საინტერესოდ გიწერია.
    გავაზიარებ ოჩოს გვერდზე და გამოგიგზავნი სტუმრებს ^_^

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: