მანჰეტენზე დოს პასოსთან ერთად

იცნობთ ჯონ დოს პასოსს? მე მასთან “შეხვედრის” ბედნიერება არ მქონია (ჩემი და მისი ურთიერთობა მხოლოდ მოკლე ბიოგრაფიით შემოიფარგლებოდა), თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვაპირებდი “მანჰეტენის” “ამოღებას” ქინდლის უკიდეგანო მეხსიერებიდან… და აი, ეს დღეც დადგა – მისტერ ჯონთან ერთად მანჰეტენზე გავემგზავრე!

სიმართლე გითხრათ, წიგნი დიდი მოლოდინით გადავშალე – განსაკუთრებულით მას შემდეგ, რაც ამოვიკითხე, რომ დევიდ ლოურენსმა მას “ნიუ-იორკის შესახებ დაწერილი საუკეთესო თანამედროვე წიგნი” უწოდა, ერნესტ ჰემინგუეიმ კი თქვა, რომ მხოლოდ დოს პასოსმა შეძლო იმ ამერიკის ჩვენება, რომელიც ევროპელებს დახვდებათ იქ სტუმრობისას… და უკვე რამდენიმე თავის შემდეგ მივხვდი, რომ ისინი არ ცდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ ტიპის “სიუჟეტური აღრევა”, როგორიც აქ გვხვდება, დიდად არ მხიბლავს, ეს წიგნი მაინც ძალიან მომეწონა. ამის მიზეზი კი არა ძალიან საინტერესო გმირები, არამედ ნიუ-იორკია. მთავარი პერსონაჟი ხომ სწორედ ისაა – ქალაქი, რომლის ცხოვრებაც წლების მანძილზე ჩვენს თვალწინ მიქრის და ნამდვილ ამერიკას გვაცნობს… ამერიკას, რომელიც სავსეა ახდენილი და დამსხვრეული ოცნებებით, სიმდიდრითა და სიღატაკით, ბედნიერებითა და უბედურებით, სიყვარულითა და სისასტიკით… მანჰეტენს, რომელიც მშიერი ცხოველივით ყლაპავს მათ, ვინც მას ენდობა…

P.S. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: