სასტუმროში ჰეილისთან ერთად

გახსოვთ, შარშან არტურ ჰეილის წიგნზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ ეს ჩემი და მისტერ არტურის პირველი შეხვედრა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებდი. მისმა საფირმო სტილმა ისე მომხიბლა, რომ სასწრაფოდ მოვიძიე სხვა ნაწარმოებებიც და ახლა მეორე ცნობილ წიგნზე მინდა გიამბოთ.

სასტუმროში ალბათ ყველა ყოფილა (თუნდაც ისეთში, ჩვენში საოჯახო ტიპის საცხოვრებელს რომ ეძახიან). ბევრს (მათ შორის მეც) იქ უმუშავია კიდეც… თუმცა იშვიათად თუ მოიძიებნება ისეთი ადამიანი, რომელიც არტურ ჰეილის წიგნს წაიკითხავს და ავტორის ოსტატობას არ აღიარებს. რატომ? იმიტომ, რომ რაც არ უნდა ღრმად ჩაიხედოთ სასტუმროს შიდა სამზარეულოში, დეტალებს ისეთივე ყურადღებას ვერ მიაქცევთ, როგორც ეს მისტერ არტურმა გააკეთა. მან ხომ შესანიშნავად აღწერა ნიუ ორლეანის გრანდიოზული სასტუმროს – “სენტ-გრეგორის” – ხუთი დღე… და ამისთვის ზუსტად იგივე გზა გამოიყენა, რომლის მეშევეობითაც მანამდე აეროპორტში “მიგვიწვია” (და რაც მისი, როგორც მწერლის, მთავარი “კოზირი” მგონია) – “უცნაურად” საინტერესო დეტალიზაცია და ბრწყინვალე გმირები. ესენი არიან ვალებში ჩაძირული სასტუმროს მფლობელი; მმართველი, რომელიც ერთხელ შეცდა (რა გააკეთა, თავად ნახეთ); ენერგიული თანაშემწე, რომელიც პირად ტრაგედიას ებრძვის; სასტუმროს შესყიდვით დაინტერესებული “მორწმუნე” ბიზნესმენი და მისი მორიგი საყვარელი; კეთილსინდისიერი და უსინდისო თანამშრომლები; კრიმინალი, კეთილი, “კოლექტიური”, მოძალადე, ძალადობის, ჩაგვრის, ქურდობისა და უბედური შემთხვევების მსხვერპლად ქცეული სტუმრები… მათ მისტერ არტური აერთიანებთ… და კიდევ ერთი კითხვა – რა მოუვა სასტუმროს? ის გადარჩება?

P.S. ამ წიგნის ქართული თარგმანი პალიტრამ შემოგვთავაზა. იმედია, არტურ ჰეილის სხვა წიგნებიც ითარგმნება… მანამდე კი ცოტას “შევისვენებ” და შემდეგ მის მორიგ “საფირმო კერძს” ჩავუჯდები. ის ხომ უკვე ჩემს მცირერიცხოვან ფავორიტთა შორისაა 🙂

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ექიმი ჰეილი | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: