ამბავი მკვლელი ზვიგენისა

გიყვართ ცურვა? თუ დიახ, მაშინ ალბათ უმეტესად აუზში ან შავ ზღვაში ატარებთ დროს და არასდროს გიფიქრიათ, რომ შესაძლოა საფრთხე გემუქრებოდეთ (გარდა დახრჩობისა). არადა არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს – ამერიკული საკურორტო ქალაქის სტუმრებსა და მოქალაქეებსაც არ ეგონათ, რომ მათ სანაპიროს მკვლელი ზვიგენი “ეწვეოდა”…

ამ სისხლიმსმელი არსების გამოჩენას (თანაც ზაფხულში, როდესაც ზღვისპირა ქალაქი “მოძრაობს”) არავინ ელოდა, თუმცა ეს მოხდა და ერთადერთი გზა პრობლემის მოგვარება გახლდათ… მაგრამ ადამიანები ხომ ზოგჯერ ზვიგენებზე უფრო საშიშები არიან… მაფიასთან შედარებით უზარმაზარი “თევზის” ყბებში აღმოჩენა ნამდვილი “ხსნაა” – ამ დროს ის მაინც იცი, რომ შეიძლება ერთი წამით გაასწრო მდევარს, ან ბოლო-ბოლო რთულად, მაგრამ მაინც მოკლა… ადამიანებთან ურთიერთობისას კი არასდროს იცი, რა მოხდება – როდის გიღალატებს ცოლი ან მეგობარი, როდის მოგიკლავს მაფია კატას, როდის დაგადანაშაულებენ გულგრილობაში მაშინ, როდესაც თავად ზემდგომებმა გაიძულეს თვალის დახუჭვა… ძნელია პოლიციელობა… ძალიან ძნელი… განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვლელი ზვიგენი და არანაკლებ გაუმაძღარი ადამიანები ერთად გესხმია თავს…

P.S. ეს წიგნი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” სერია “13”-ის ნაწილია. თუ საშინელებათა ჟანრი ჩემსავით გიყვართ, მაშინ არც ეს და არც ამ სერიის სხვა წიგნები არ უნდა გამოტოვოთ 😉 თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის სტივენ სპილბერგის ფილმი უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: