კეთილი ადამიანები ესპანეთიდან

გიყვართ ალექსანდრ დიუმა? ბავშვობაში თუ ლიტერატურულ “მოგზაურობებში” აქტიურად იყავით ჩაბმული, დარწმუნებული ვარ, რომ დიახ. მუშკეტერების, ვალუებისა და გრაფი მონტე-კრისტოს გარეშე ხომ სიყმაწვილე წარმოუდგენელია… მეც ზუსტად ასე ვიყავი და ამიტომაც ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო გახლდათ არტურო პერეს-რევერტეს გაცნობა… და მისი ჯერჯერობით ყველაზე ახალი ნაწარმოების აღმოჩენა ონლაინ-ბიბლიოთეკაში…

“კეთილი ადამიანები” (თარგმანი ჩემია და შესაძლო უზუსტობისთვის მომიტევეთ:)) ჟანრის ყველა ჩარჩოში ჯდება და დიუმასეულ სტილშია გადაწყვეტილი. დონ ერმესისა და ადმირალი პედროს ვიზიტი პარიზში (ეპანეთის აკადემიისათვის “ენციკლოპედიის” შეძენას რომ ემსახურებოდა), მათი შეხვედრები ძალიან საინტერესო პიროვნებებთან, ათასგვარი ხიფათი და ფრანგულ-ესპანური ინტრიგები თავგადასავლების მოყვარულ მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს. თან ერთი განსაკუთრებული შტრიხიც უნდა აღვნიშნოთ – დონ არტურო გვიმხელს თავისი “საინტერესოობის” საიდუმლოს – თურმე ის ისე ემზადება წიგნების დასაწერად (როგორ, თავად ნახეთ), რომ გასაკვირი სულაც არ არის ის, რასაც შედეგად იღებს. ამდენი შრომა უკვალოდ არ ქრება და ჩვენც ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ პატივცემული მეცნიერები (ამ შემთხვევაში ისინი, სხვა წიგნებში კი სხვა გმირები) ნამდვილად იმ დროსა და იმ ადგილას იმყოფებოდნენ, რომელიც მწერალმა შეარჩია. თითქოს ის ნამდვილ ამბავს გვიამბობს და არა საკუთარი უკიდეგანო ფანტაზიის ნაყოფს… თითქოს ის და მასთან ერთად ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით ჩვენს გმირებს… კარგი მწერლები ზუსტად ასე იქცევიან, არა?

P.S. სამწუხაროდ, ამ წიგნის (ისევე როგორც დონ არტუროს თითქმის მთელი შემოქმედების) ქართული თარგმანი არ გვაქვს. იმედია, ეს “უმსგავსობა” დიდხანს არ გაგრძელდება და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას” სხვებიც მიბაძავენ 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: