ღალატის ანატომია

სიყვარულზე უამრავი წიგნი იწერება… ღალატზეც (აკუნინისა არ იყოს, ლიტერატურა ორი სიტყვის გარშემო ტრიალებს – სიყვარული და საწყალი:))… როგორც წესი, მოღალატეებს მკაცრად განვსჯით ხოლმე, მიტოვებულებს კი ვუსურვებთ, რომ მოღალატე მეორე ნახევარი დაუბრუნდეთ. არადა იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. არავინ იცის, როდის შეიძლება აღმოვჩნდეთ ან ერთ, ან მეორე პოზიციაში. არც ქლოეს ეგონა, რომ ამდენი წლის შემდეგ საყვარელი ქმარი უღალატებდა, არც მისი მამამთილი პიერი ელოდა (საკუთარი ცივი ხასიათის გათვალისწინებით),ვინმეს ისე ძლიერად თუ შეიყვარებდა, რომ ამის გამო პატარა ბიჭივით მოიქცეოდა… სიყვარული (ზოგადად ცხოვრებაც) ზედმეტად უცნაური რამაა იმისთვის, რომ მასზე სრული კონტროლი დავაწესოთ. უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ თავი სხვის ადგილზე წარმოვიდგინოთ (ინგლისელებს ძალიან კარგი გამოთქმა აქვთ ამასთან დაკავშირებით – სხვის ფეხსაცმელებში აღმოჩენა) და მაშინ უფრო ადვილი იქნება გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის კი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთია (ანა გავალდას წიგნმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ მართალი ვარ) – ხვდები, რომ ადამიანთან, რომელთანაც მრავალი წელი და შვილები გაკავშირებს, ბედნიერი აღარ ხარ (ანა ძალიან კარგ ფრაზას გვთავაზობს- თუ გიყვარს, მის გვერდით სიჩუმეც კი არ მოგბეზრდებაო)? ან შენმა მეორე ნახევარმა წასვლა გადაწყვიტა? ე.ი. ეს ასე უნდა მომხდარიყო. ასეთ ურთიერთობას აზრი აღარ აქვს… და ერთ დღეს აუცილებლად მიხვდები, რომ ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო… მე მგონია, რომ ქლოე მიხვდება… ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანი, რომელიც სიყალბესა და რეალობას (თუნდაც იმ დროს ძალიან მძიმე რეალობას) შორის მეორეს აირჩევს…

P.S. ამ წიგნის ქართული თარგმანი ბათუმელებმა შემოგვთავაზეს. თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ და კიდევ უფრო მარტივად წაიკითხავთ 🙂

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Jane
    Mar 22, 2017 @ 11:19:10

    ესეც ერთ ღამეში, ან უფრო ზუსტად რამდენიმე საათში ავითვისე ^^ ხელიდან ვერ გავაგდე. ცოტა ავტობიოგრაფიულიც ყოფილა, ანა გავალდაც მსგავს სიტუაციაში დაშორდა ქმარს და მალევე გამოვიდა ეს წიგნიც…

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: