არ გაჩუმდე!

ამბობენ, დუმილი ოქროაო და უმეტესად ასეც არის, თუმცა არსებობს ცხოვრების ეპიზოდები, როდესაც გაჩუმება დანაშაულია საკუთარი თავისა და სხვების წინაშე! სწორედ ასე მოხდა მელინდას შემთხვევაში… ალბათ ასე მოხდა… მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შორიდან განსჯა ადვილია. სულაც არ არის რთული ისეთი გმირის წარმოდგენა, რომელმაც “უმიზეზოდ” გამოიძახა პოლიცია წვეულებაზე და ამის შემდეგ გარიყულად იქცა… იმის თქმაც შეგვიძლია, რომ მელინდას მაშინვე უნდა ემხილა მოძალადე და ჩვეულებრივად გაეგრძელებინა ცხოვრება… თუმცა სულ ოდნავ მაინც თუ წარმოვიდგენთ თავს მის ადგილზე719879fe14ca1e375a58c6cb5afaa18f (ბოლომდე ეს შეუძლებელია), მივხვდებით, რომ ის სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. როგორ უნდა ელაპარაკა, როდესაც არავინ უსმენდა? როგორ უნდა დაეძლია საშინელი ტკივილი? მხოლოდ ისე, როგორც ეს მოხდა. მხოლოდ იმ სარკაზმით, რომლითაც ის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვიამბობდა, მხოლოდ ბრძოლით, მხოლოდ იმ დასკვნამდე მისვლით, რომ არ უნდა გაჩუმდე! უნდა ილაპარაკო!

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელებმა შემოგვთავაზეს.

3 Comments (+add yours?)

  1. Jane
    მარ 22, 2017 @ 11:07:34

    ერთ დღეში წავკითხე ეგ წიგნი. ზუსტად ეხება ყველა წერტილს და ტვინის შესაბამის უჯრედებს, იმისთვის რომ ბევრი გაფიქროს. მერე ფილმსაც ვუყურე. ძალიან კარგია!

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. teengirl
    მაისი 27, 2017 @ 11:22:23

    rogor gadmovcero?

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი