ჭადრაკის პარტია ალყაში

არტურო პერეს-რევერტეს საფირმო სტილზე არაერთხელ გიამბეთ. ბოლოს იმასაც გავუსვი ხაზი (უფრო სწორად, თავად გაუსვა), რომ ყოველი ახალი წიგნისთვის ის განსაკუთრებულად ემზადება.მაგალითად, “ალყა” ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ დონ არტურო კადისში ცხოვრობდა და დეტალურად იკვლევდა ნაპოლეონის არმიის მიერ ამ ქალაქის ალყაში მოქცევის პერიოდს. სხვაგვარად შეუძლებელია, რომ მას ასე დამაჯერებლად ეჩვენებინა ჩვენთვის დიდგვაროვან მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრება (თავისი ბიზნეს-ინტრიგებით, წვეულებებითა და პოლიტიკით), ფრანგი ოფიცრების (რომლებიც ხალხს კი არა, კონკრეტულperezreverte_gorkakejarcegi წერტილებს უმიზნებენ), ჯაშუშების, თავზეხელაღებული ღარიბებისა (გასამრჯელოს გამო ყველაზე რთულ “დავალებებსაც” რომ არ ერიდებიან) და კორსარების  ყოფა, “უცნაური” მორალის გამომძიებლისა და მისი “საჭადრაკო პარტნიორის” მიერ წარმოებული გამოძიება (სერიულ მკვლელს რომ ეძებენ)… ეს ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ დონ არტუროს ნამდვილად ეკუთვნის აპლოდისმენტები… მერე რა, თუ ჩვეულებრივზე უფრო დიდი წიგნი დაწერა და ბევრი დრო წამართვა… არც ერთი წუთი მენანება… იმიტომ, რომ ნამდვილ კადისში ვიმოგზაურე…

P.S. ისევ აღარ დავიწყებ წუწუნს თემაზე “რევერტეს რატომ არ თარგმნიან”:) თუ უცხო ენებზე კითხულობთ, მაშინ ამ წიგნსაც მარტივად მოიძიებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: