ცხოვრება კამერის მიღმა

რას ფიქრობთ მედიაზე? ალბათ არაერთგვაროვანი აზრი გაქვთ, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ (თან თავისუფალი მედიის შენაჩუნებისთვის რომ ვიბრძვით, თან კი მართული მედიის “თავისუფალ” კომენტარებს ვისმენთ… მაგრამ ეს სხვა თემაა). თუმცა ერთი რამ ცალსახაა – კამერის მიღმაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ და რომ არა ისინი, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ მივიღებდით (ტყუილად კი არ იყო სტალინი ტელევიზიის წინააღმდეგი). მედია ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი სფეროა და სწორედ ამიტომ არტურ ჰეილიმ აეროპორტისა და სასტუმროს გარდა, საღამოს ახალი ამბების სტუდიაშიც შეგვახედა.

მისტერ არტურს თუ იცნობთ, გეცოდინებათ, რომ მას საკუთარი “საფირმო სტილი” აქვს. თუ ჯერ მასთან შეხვედრის ბედნიერება არ გქონიათ, მაშინ უნდა მოემზადოთ – აქ უამრავი დეტალურად აღწერილი გმირი (და არა ერთი ან რამდენიმე მთავარი) და ერთი ძალიან საინტერესო ამბავი გელით. ახალი ამბების წამყვანის გატაცებული ოჯახის წევრები უნდა გამოიხსნათ და ამისთვის  სტუდიის თანამშრომლებსაც უნდა ამოუდგეთ მხარში და ტერორისტებსაც უნდა ადევნოთ თვალი… ბოლომდე კამერის მეორე მხრიდან უნდა უყუროთ მიმდინარე მოვლენებს და ემოციები უნდა დათრგუნოთ. ნამდვილი ჟურნალისტები სწორედ ასე იქცევიან – ყველაზე რთულ მომენტებშიც მაყურებლებზე ფიქრობენ და ცრემლებს მალავენ… იმიტომ რომ, ამის დრო არ არის. ტერორისტებიც ხომ არასდროს მშვიდდებიან – უთვალთვალებენ არჩეულ ობიექტს, იტაცებენ, აწამებენ და თუ ამ უკანასკნელთ არ გაუმართლათ, ხოცავენ კიდეც… ასეთია თანამედოვე ცხოვრება… ცხოვრება კამერის მიღმა…

P.S. სამწუხაროდ, ქართულად არც ეს წიგნია ნათარგმნი. თუ სხვა ენებზე კითხულობთ და მისტერ არტურის საფირმო ხელწერა თქვენთვისაც მისაღებია, მაშინ მარტივად მოიძიებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: