ღამე მუზეუმში ეკოსთან ერთად

გახსოვთ, ორ წელზე მეტი ხნის წინ უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარაზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ გამომცემლობა “დიოგენე” ქართულ თარგმანს ამზადებდა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველად წაკითხვის სიამოვნება უკვე წარსულს ჩაბარდა, მეც დიდი ინტერესით ველოდი ამ გამოცემას. ამის მიზეზი თავად წიგნის “აუცილებლობა” და ხათუნა ცხადაძის თარგმანი გახლდათ (სინიორ უმბერტოს იდეალურად რომ აქართულებს). და აი, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! ჩვენ უკვე გვაქვს დიდებული წიგნის მშობლიურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა (თან არჩევანის საშუალებაც – “Et cetera”-ს სერიის გამოცემას მივანიჭოთ უპირატესობა თუ შეზღუდული ტირაჟით გამოსულ მაგარყდიანს)!

ყველაფერმა ისევ მუზეუმში აიღო სათავე… როგორც პირველად… გამომცემლობის თანამშრომელმა კაზობონმა ღამით ფუკოს ქანქარის “სამყოფელში” ჩასაფრება გადაწყვიტა და ხანგრძლივი თხრობაც დაიწყო. მან გვიამბო, როგორ გამოიგონა ორ თანამშრომელთან – ბელბოსა და დიოტალევისთან – ერთად “მასონური გეგმა” და როგორ გადაეჯაჭვა მათი ფანტაზია რეალობას… სიუჟეტზე არც ამჯერად გეტყვით მეტს. ალუზიები, შეთქმულების თეორიები, ტამპლიერები, სიონისტები, მასონები, ასასინები, კაბალისტები და სხვა “მისტიკური ელემენტები” (სხვათა შორის, აქ პრაღის სასაფლაოც შეგხვდებათ, ჰიტლერიც, კალიოსტროც, ბეკონიც და ა.შ.) თავად უნდა “შეიგრძნოთ”. ბოლოს ფუკოს ქანქარის მოძრაობაც უნდა დაინახაოთ. მხოლოდ ასე თუ დარწმუნდებით, რომ უმბერტო ეკომ საკუთარი ბავშვობისა და გატაცებების საფუძველზე შექმნა გენიალური ნაწარმოები და შესაშური “საინტერესოობით” დასცინა უაზრო “მისტიფიკატორებს”…

P.S. დასასრულს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გამომცემლობას და მთარგმნელს. ეს წიგნი ზუსტად ასეთი ხარისხის გამოცემას იმსახურებდა და ძალიან კარგია, რომ, მიუხედავად ჩვენი “შეშფოთებისა”, ნაჩქარევად მაინც არ აღმოჩნდა წიგნის მაღაზიებში. ლოდინმა შედეგი გამოიღო და ახლა ყველას შეუძლია წაიკითხოს ეს შესანიშნავი წიგნი (რომელიც მეორადაც კი სუნთქვაშეკრულმა წავიკითხე. არადა საკმაოდ კარგი მეხსიერება მქონია – ყოველი მომდევნო თავი მახსოვდა:)).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: