ბანკი ის ადგილია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველანი ვიცნობთ – ზოგი მხოლოდ კლიენტის სტატუსით, ზოგიერთებს კი სალაროს შუშის მიღმა გვიმუშავია კიდეც. თუმცა არტურ ჰეილი, როგორც ყოველთვის, “ფულის გადამცვლელებშიც” შეუდარებელია და ყველაფერს ისე გვიამბობს, რომ, რაც არ უნდა ნაცნობი იყოს აღწერილი სიტუაციები, მაინც სუნთქვაშეკრულნი ვკითხულობთ.
დიდი ამერიკული ბანკის ისტორია, მისტერ არტურის საფირმო სტილის შესაბამისად, მოკლე დროსა და უამრავ ძალიან საინტერესო გმირს მოიცავს. “ტემპერატურაც” ჩვეულებისამებრ მაღალია – თან კომპანიის ხელმძღვანელობისთვის გამართულ სისხლისმღვრელ (პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით) ომში უნდა ჩავერთოთ, თან კი ორმაგ გამოძიებაში – ჯერ ერთი, რომ მოლარე ხუანიტას სალაროდან 6000 დოლარი ქრება (მსხვილი დანაკლისების შესახებ მსმენია, მცირედი უზუსტობები პირადადაც მინახავს, მაგრამ ასეთი…) და თან ეს ყველაფერი ყალბი საკრედიტო ბარათების გამოჩენასაც “ეჯაჭვება” (ამის შესახებაც მსმენია, თუმცა არა ამ მასშტაბით)… ამას უამრავი თანამშრომლის პირადი ცხოვრებაც დაუმატეთ და დარწმუნდებით, რომ მოწყენის საშუალება არ გვაქვს. სხვაგვარად არც შეიძლება – ეს ხომ მისტერ არტურია!
P.S. აღარ დავიწყებ წუწუნს თემაზე “ითარგმნოს მეტი ჰეილი” 🙂 არც მის წიგნებზე საუბრით შეგაწყენთ თავს. უახლოეს მომავალში მხოლოდ ერთხელ გიამბობთ – ამჯერად მედიცინის შიდა სმზარეულოზე.
%(count)s კომენტარი (+add yours?)