პედრო პარამო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმქვეყნიურ სამყაროში! პედრო პარამოს გაცნობა თუ გსურთ, სწორედ აქ უნდა მოხვიდეთ. ხუანიც ასე იქცევა – მისი ვაჟი. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყოთ – ორ ხუანს თუ გაჰყვებით, “ბნელი” თხრობისთვის მოემზადეთ (სხვა თუ არაფერი, მაგიური რეალიზმია).

პედრო პარამოს ცხოვრების შესახებ მისი გარდაცვლილი ნაცნობები გიამბობენ, უფრო სწორად კი, მათ ჩურჩულს გაიგონებთ. ხუანთან ერთად იხეტიალებთ ცარიელ სოფელში და აწ უკვე არარსებულ ადამიანებს შეხვდებით, მათ შორის პედროსაც – კაცს, რომლის ცხოვრებაც ბავშვობიდან თქვენს თვალწინ ჩაივლის და საკუთარი თვალით ნახავთ მის აღზევებასა და დაცემას, თავად შეიგრძნობთ მექსიკის მძიმე ჰაერს…

P.S. ეს წიგნი ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია. თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ. უფრო რთულად, თუმცა მაინც აღმოაჩენთ ეკრანიზაციას, რომელიც წიგნივით “ბნელია” (ამ დროს ფერადი ფილმის გადაღებაც შეიძლებოდა და ძალიან კარგი გადაწყვეტილება გახლდათ ეკრანიზაციის შავ-თეთრად დატოვება)… თან მასში მთავარ როლს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯონ გევინი ასრულებს.

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. tamitumi
    Apr 07, 2017 @ 23:44:10

    ახლა ვკითხულობ 🙂 ვერაფერი ვიგებ , მაგრამ მერე მახსენდება ,მაგიური რეალიზმია :დ

    Liked by 1 person

    Reply

  2. katerina
    Apr 08, 2017 @ 14:39:18

    ყოვლად უიდეო წიგნია. გაწვალებს და არაფერს გიტოვებს.არადა იდეა სულეთში სიარულის ისეთი მომხიბლავი ჩანდა.მარა მაგასაც ეგრევე ხვდები დასაწყისიდანვე და ინტერესი გინელდება

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: