იესო – ძე კაცისა

იესო ქრისტე მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გმირია (ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი რელიგია სხვებივით არ გმობს ღმერთის ხელოვნებაში წარმოჩენას). მასზე უამრავი წიგნი იწერება, თუმცა ჯიბრან ხალილ ჯიბრანმა ყველასგან განსხვავებული სტილით გვიამბო იესოს შესახებ.

ჯიბრანმა ამბის თხრობა ქრისტეს თანამედროვეებს “გადაულოცა”. მათგან ბევს ჩვენც ვიცნობთ – მარიამის დედა ანა, იაკობ და იოანე ზებედეს ძენი, მარიამ მაგდანელი, სიმონ პეტრე, კაიაფა, ლუკა, მათე და სხვები ჩვენთვის სახარებიდანაც კარგად არიან ცნობილნი, თუმცა აქვე შევხვდებით ბევრ ისეთ ადამიანს, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი გვსმენოდა. ვინ იცის, იქნებ ისინიც არსებობდნენ? და თუ ეს ასე არ არის, მათი მსგავსი უამრავი ადამიანი იცნობდა იესო ქრისტეს, რომელიც ერთდროულად იყო ძე ღვთისა და ძე კაცისა… სწორედ მის ადამიანურ ბუნებას უსვამს ხაზს ჯიბრანი და მისი ყველა მთხრობელი… ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენც (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქრისტე ორივე ბუნებას ვაღიარებთ, ქვეცნობიერად მაინც ღვთიურზე ვაკეთებთ აქცენტს). უნდა გავიაზროთ, რომ იესოც ადამიანი იყო (ბევრი მიმდევრითა და ბევრი მტრით გარშემორტყმული) და მისთვის არ არის უცხო ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ის ერთადერთია, ვინც ყოველთვის გაგვიგებს. იმიტომ, რომ მხოლოდ ღმერთი არ არის, კაციცაა…

P.S. ეს წიგნი ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია. თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: