ქალბატონის პორტრეტი

264ქალების ცხოვრებაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? ალბათ უამრავი. მსოფლიო ლიტერატურას საინტერესო ქალთა სახეები არ აკლია, არც დასამახსოვრებელი ქალი მწერლები… დაუვიწყარ ქალად უნდა ქცეულიყო იზაბელა არჩერიც და ბევრისთვის იქნებ ასეცაა, თუმცა არა ჩემთვის…

ჩემი მოკრძალებული აზრით, ჰენრი ჯეიმზის საკმაოდ დიდი წიგნის გმირი გამორჩეული ქალბატონი არ არის. მისი პორტრეტი “მეფერმკრთალება” და მგონია, რომ მე-19 საუკუნის ამერიკელი ქალი ბევრად მეტს “იმსახურებდა”. იზაბელას შეეძლო უფრო მნიშვნელოვანი რამ გაეკეთებინა, ვიდრე უბრალოდ გათხოვებაა (არ დაგასპოილერებთ და არ გეტყვით, ვინ გახდა მისი რჩეული. პირადად ჩემთვის სიყვარულის ისტორია კიდევ ერთ იმედგაცრუებად იქცა). უფრო უკეთ შეიძლებოდა სხვა პერსონაჟების “გაშლაც”, უფრო დამაჯერებლად. მთავარი ალბათ ისაა, რომ იზაბელას შეეძლო უკეთესი “პარტიისთვის” გამოეკრა ხელი, თუმცა იმ დროისთვის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო… მაგრამ არის კი ეს საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი დიდი წიგნი სულმოუთქმელად წავიკითხოთ? ჩემთვის არა…

P.S. ეს წიგნი და ზოგადად ჰენრი ჯეიმზის შემოქმედება ქართულად არ გვაქვს. ის კი არა, მისი ზოგიერთი ნაწარმოები რუსულადაც კი ვერ მოვიძიე… თუმცა ქალბატონი არჩერის გაცნობა ნიკოლ კიდმანის დახმარებით შეგიძლიათ.

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. finiki
    Apr 18, 2017 @ 15:58:37

    არც ფილმი მინახავს და არც წიგნი მაქვს წაკითხული, თუმცა ძალიან დავინტერესდი, ახლა გადავწყვეტ ჯერ ფილმს ვუყურო თუ ჯერ წავიკითხო 🙂

    Liked by 1 person

    Reply

  2. Annie
    Apr 18, 2017 @ 17:30:02

    ძალიან საინტერესოა 🙂🙂 მაგრამ ქალის სახე ცვაიგისა და ბალზაკის ნაწარმოებებში მომწონს ყველაზე მეტად 🌹🌹

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: