ოჯახი, ვაჟები და საყვარლები

დევიდ ჰერბერტ ლოურენსს ალბათ იცნობთ. მისი “ლედი ჩატერლეის საყვარელი” “აკრძალულ ლიტერატურას” მიაკუთვნეს (დღეს ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ მაშინ ასე იყო) და შესაბამისად ძალიან პოპულარულიც გახდა (აკრძალული წიგნი ხომ უფრო საინტერესოა). თუმცა პირადად მე უპირატესობას “ვაჟებსა და საყვარლებს” მივანიჭებდი. რატომ? ახლავე გეტყვით.

მისტერ ლოურენსის შედარებით ადრეული ნაწარმოები უფრო მრავალმხრივია. აქ მთავარი თემა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის სიყვარული არ არის. პოლ მორელისა და მისი ორი ქალის – “სულიერი” და “ფიზიკური” სიყვარულის – ისტორია ერთ-ერთი ხაზია, თუმცა არა ერთადერთი. ბევრად მნიშვნელოვანი სხვა რამეა – ოჯახი. მორელების ოჯახი ძალიან ჩვეულებრივია – ცოლი, რომელსაც ქმარი აღარ უყვარს, მაგრამ შვილების გამო ეგუება, ქმარი, რომელიც გრძნობს ცოლის გულგრილობას და თავის “სიმამაცეს” უხეშობაში (უფრო სწორად, ძალადობაში) ავლენს, ვაჟები, რომლებიც ასეთ ოჯახში იზრდებიან და შესაბამისად არასრულფასოვან მამაკაცებად ყალიბდებიან (ერთი უაზროდ ინიშნება, მეორე ჯარში მიდის, მესამე კი ვერაფრით იყვარებს ქალებს)… ასეთ ოჯახებს ალბათ ხშირად ვხვდებით და სწორედ ამიტომაა ასე საინტერესო მათი ცხოვრება. ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ წიგნის წაკითხვა… იქნებ რომელიმე მკითხველს ახლა (ან მომავალში) სჭირდება გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა – ყალბი ოჯახის დანგრევა და ამით შვილების გადარჩენა (მისის მორელიც მსგავსად), დედის გავლენისგან გათავისუფლება (ვაჟების, განსაკუთრებით კი პოლის მსგავსად), საყვარელი მამაკაცის ნამდვილი სახის დანახვა (პოლის ქალების მსგავსად)… და თუ მისტერ ლოურენსი შეძლებს და ვინმეს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება, მაშინ მიიღწევა ის მიზანი, რომელიც ყველა კარგ წიგნს აქვს – ოდნავ უკეთესები გავხდებით…

P.S. ეს წიგნი ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია. ამავე სერიაში გამოიცა სომერსეტ მოემის “თეატრიც”, რომელზეც ვრცლად ვერაფერს გეტყვით (ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე და ამიტომ), თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ წიგნის გამოცემამ ძალიან გამახარა (მიუხედავად იმისა, რომ უკვე წაკითხული მქონდა და “ის” მოლოდინი არ მქონია). ჯულია ლამბერტის ისტორია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მთელი სამყარო თეატრია (მხოლოდ შექსპირი და აკუნინი კი არ ამბობენ ამას;)), ნამდვილად იმსახურებს ადგილს “უკვდავ ბიბლიოთეკაში”…

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. salomeaa
    May 08, 2017 @ 18:36:37

    ეს წიგნი უკვე შევიძინე და ველოდები წაკითხვის ჟამი როდის დადგება:)))

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: