დაბრუნება ბრაიდსჰედში

“ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე.” – გურამ დოჩანაშვილი (“სამოსელი პირველი”)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრაიდსჰედში! ეს თქვენთვის დაბრუნება არ იქნება. ჯერ უნდა გაიცნოთ ის და პირველად უნდა დაიკარგოთ უძველესი სახლის კედლებში, თავად უნდა წაიკითხოთ სევდიანი ისტორია ახალგაზრდობაზე, რომელიც სავსეა სიყვარულით, მეგობრობით, იმედგაცრუებებითა და შეცდომებით.

ზოგადად ცხოვრებაც ხომ ასეა… მარადიული არაფერია მოგონებების გარდა… ისევე როგორც ჩარლზის შემთხვევაში. მისთვის მარადიული ბრაიდსჰედია – ადგილი, სადაც ყველაფერი დაიწყო. სწორედ აქ გადაეჯაჭვა მისი და ფლაიტების ცხოვრება ერთმანეთს და მაშინ მიხვდა იმას, რასაც ჩვენ მივხვდით – ყველაფერი წარმავალია და დროს მიჰყვებიან ადამიანები, გრძნობები, შენობები, სახელმწიფოები, ოჯახის წევრებისა და საზოგადოების ძალაუფლება, რწმენაც კი… რჩება მხოლოდ ხელახალი განცდის, დაბრუნების შეგრძნება… ოდესმე ყველა ბრუნდება თავის ბრაიდსჰედში…

P.S. ამ წიგნის ქართული თარგმანი არ შემხვედრია… სამწუხაროდ (აქ ხომ საინტერესო ეპოქა, ძალიან საინტერესო გმირები და წერის საინტერესო სტილი დაგხვდებათ… ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა)… სამაგიეროდ, შეგიძლიათ ფილმს უყუროთ (სერიალიც არის, თუმცა მე “ტრადიციული” ფილმების მოყვარული უფრო ვარ).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: