გიყვართ ვირჯინია ვულფი? ამ სახელის გაგონებისას ალბათ პირველ რიგში “მისის დოლოვეი” გახსენდებათ, შემდეგ “საკუთარი ოთახი”, “გზა შუქურისკენ” და შესანიშნავად ეკრანიზებული მაიკლ კანინგემის “საათები”. ამ წიგნებზე ნაკლებად ცნობილი არც “ორლანდოა”, თუმცა ძალიან განსხვავებული კი არის.
ეს წიგნი სრულიად არ ჰგავს ვირჯინიას სხვა ნაწარმოებებს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, თუ მისი დაწერის წინაპირობას გავითვალისწინებთ. ის ხომ მისის ვულფმა თავის ახლო მეგობარსა და ერთ-ერთ სიყვარულს – ვიტა სექვილ-უესტს – მიუძღვნა (რომელიც თავის მხრივ ძალიან საინტერესო პიროვნება უნდა ყოფილიყო). სწორედ ამიტომ არის, რომ ორლანდო ერთდროულად ქალიც არის და კაციც (ამაში მკვლევარები გენდერული და ჰომოსექსუალური თემების ხაზგასმას ხედავენ). თან პოეტია, თან კი უკვდავი! დიახ, დიახ, ის არც კვდება და არც ბერდება. მხოლოდ ხანგრძლივად იძინებს ხოლმე და ასე გადადის ეპოქიდან ეპოქაში (თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოიყურება). ამ “სვლის” მოწმენი კი ვაცნობიერებთ, რომ მარადიულ სიცოცხლესა და ახალგაზრდობასაც არაფერი მოაქვს (არც სხვა დროსა და “ტყავში” ცხოვრებას). ადამიანი ამით ვერაფერს ცვლის… კიდევ კი იმას ვხვდებით, რომ ვირჯინიასაც შეუძლია “მსუბუქი” წიგნის დაწერა… იუმორით აღსავსე “ბიოგრაფიის”, საჩუქრის, რომელიც მან საყვარელ ადამიანს მიართვა…
P.S. ვირჯინია ვულფის ამ ფრიად არასტანდარტული წიგნის ქართული თარგმანი ჯერჯერობით არ გვაქვს.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ქართული თარგმანიც შემოგვთავაზა. ასე რომ, მოიძიეთ და ისიამოვნეთ.
მაისი 02, 2017 @ 22:13:45
საინტერესოა
LikeLiked by 1 person
მაისი 04, 2017 @ 01:03:18
ძალიან საინტერესოა
LikeLiked by 1 person
მაისი 08, 2017 @ 18:34:02
ძალიან უცნაურია, პირველად წავიკითხე ,,ორლანდოს” შესახებ.
ვირჯინიას მსუბუქი წიგნების ამბავს ვერ დავიჯერებ: )))
LikeLiked by 1 person