დები ბრონტეების გვარის გაგონებისას ალბათ პირველ რიგში შარლოტა და მისი “ჯეინ ეარი” გახსენდებათ, შემდეგ – ემილი და “ქარიშხლიანი უღელტეხილი” (პირადად მე სწორედ ემილი მიმაჩნია გამორჩეულად და ვფიქრობ, რომ მისი უდროო გარდაცვალებით ბრიტანულმა მწერლობამ დიდი დანაკლისი განიცადა). ენ ბრონტე კი ნაკლებად ცნობილია და მისი ორ რომანს იშვიათად იხსენებენ. აქამდე მას არც მე “შევხვედრივარ”, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი და მას შემდეგ, რაც ბიოგრაფიული ფილმი ვნახე, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გამეცნო კიდევ ერთი გოგო ბრონტეს გვარიდან.
“აგნეს გრეი” ძალიან “ნამდვილი” წიგნია, რადგან ენის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული (ფილმში ენის მუშაობის პერიოდი თავად რომანის ტექსტზეა აგებული). თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. ენ ბრონტეს სიცოცხლე უდროოდ შეწყდა, აგნეს გრეიმ კი გუვერნანტის ცხოვრება მშვიდ დიასახლისობაზე გაცვალა (სტილიდან გამომდინარე ამას თავიდანვე მიხვდებით და სპოილერი არ გამომივა). ალბათ ენიც ამაზე ოცნებობდა… როგორც ქალების უმეტესობა მაშინ…
P.S. ამ წიგნის თარგმანი პალიტრამ შემოგვთავაზა სერია “ჩემი რჩეული მსოფლიოს” ფარგლებში. მის ბრონტეს მეორე წიგნი ჯერჯერობით არ უთარგმნიათ, მაგრამ ოდესმე აუცილებლად მოვიძიებ (თუმცაღა ვერ გეტყვით, რომ პირველმა მომხიბლა – ოდნავ “ფერმკრთალი” მეჩვენა).
ბოლო კომენტარები