დრამა ზღვის პირას

“მთელი სამყარო თეატრია და ჩვენ ყველანი
მის სცენაზე ვმსახიობობთ – ქალიც და კაციც:
ხან შემოვდივართ, ხან გავდივართ და ცხოვრებაში
ყოველ ჩვენგანს ბევრი ნიღბის მორგება უწევს…” – უილიამ შექსპირი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩარლზ ეროუბის თეატრის პარტერში! დიახ, ჩარლზი საკუთარ წარმოდგენაზე გეპატიჟებათ – მისი ცხოვრება ხომ თეატრია. სწორედ მისი შექმნილია იმ დრამის სცენარი, რომელიც მის ზღვისპირა სახლში ვითარდება. მისივე დადგმულია სპექტაკლი სახელად “ჩარლზი”. მას ხომ სხვაგვარად არ შეუძლია – გამოუსწორებელი ეგოისტია (ამის დამალვას თავადაც ვერ ახერხებს – მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს მისი დღიურიდან ვიგებთ) და ჰგონია, რომ სამყარო მის ირგვლივ ტრიალებს. ამიტომ გახდა მსახიობი, ამიტომ მოიწვია ვითომდა პენსიაზე გასულმა უამრავი ხალხი (აბა, გგონიათ, რომ თავად ჩამოვიდნენ? ნურას უკაცრავად) მაშინ, როდესაც “დრამას” დასჭირდა და ამიტომაც მოაწყო დიდი “გადარჩენის ოპერაცია”. ყველაფერი ზუსტად ისე გათვალა, როგორც ეს კარგ დრამაში ხდება და სპექტაკლში სათანადო მსახიობებიც დააკავა – შესაფერისი ნიღბები ჩამოარიგა (პირველი და დაბრუნებული სიყვარულის, “ვითომ შვილის”, “ჩამოსაცილებელი კონკურენტი” ქმრის, ყოფილი საყვარლებისა და მათი საყვარლების, მეგობრების, “მისაბაძი” ბიძაშვილის, “ბრწყინვალე” ბიძა-ბიცოლისა და “ფერმკრთალი” მშობლების, “მკვლელისა და მოძალადის”, “ურჩხულის” და ა.შ.) და ფარდაც აწია… დაიწყო დრამა, რომელსაც ალბათ შექსპირიც კი ვერ შექმნიდა…

P.S. მისის აირისს ქართულად არ თარგმნიან. არადა, ისეთი საინტერესო მწერალია და ისე საინტერესოდ წერს მამაკაცი მთავარი გმირის “ხელით”…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: