სტუმრად ქვოს ფუნდუკში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქვოს ფუნდუკში! გგონიათ, რომ მისი მეპატრონე ერთი მოსაწყენი კაცია და ვერც თითქმის ცარიელ დარბაზში ნახავთ საინტერესო ადამიანებს? თქვენ ცდებით! თუ პატრიკ როტფუსს ენდობით და მემატიანესა და ბათუმელ გამომცემლებთან ერთად ფუნდუკის კარს შეაღებთ, მაშინვე მიხვდებით, რომ წინ ძალიან მაგარი თავგადასავალი გელით – სამი დღე, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ!

დაინტერესდით? მაშინ მიუჯექით მაგიდას, ლუდი წრუპეთ და მოსასმენად მოემზადეთ! სახუმარო საქმე ხომ არ არის – თავად ქვოს მოუსურვებია საკუთარი წარსულის გახსენება! დიახ, დიახ, არ მოგესმათ. მეფუნდუკე სწორედ ის ცნობილია ქვოა, რომლის შესახებაც უამრავი ჭორ-მართალი მოსდებია მთელს სამყაროს… ახლა არ თქვათ, რომ თავიდანვე მიხვდით. მეფუნდუკეს ხომ მხოლოდ თმის ფერი აკავშირებს ლეგენდარულ პერსონაჟთან. აკი მისი მარჯვენა ხელიც ბასტიც (თავის მხრივ ძალიან საინტერესო პიროვნება რომ არის და, მე თუ მკითხავთ, თავადაც იმსახურებს კარგ სქელ წიგნს)  კი ათასგვარ ხერხს იგონებს, რომ როგორმე ძველებურ გმირად აქციოს… თუმცა ნუ ვიჩქარებთ… ჯერ წარსულს მოვუსმინოთ და შემდეგ ვინ იცის რა გველის… მე თქვენ გეტყვით და გარდასულ დღეთა გახსენება წამით მაინც მოგაწყენთ… ქვო ხომ ისეთი გულწრფელია, როგორც არასდროს და გვიამბობს თავისი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან ეპიზოდებს, როგორებიცაა ბედნიერი ბავშვობა მოხეტიალე მსახიობებთან ერთად, მშობლებისა და მთელი დასის მკვლელობა ბოროტი სულების მიერ, ქუჩაში გატარებული წლები და ბრძოლა თვითგადარჩენისათვის, უნივერსიტეტში სწავლის პროცესი და უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა (მასწავლებლებთან, მეგობრებთან, მტრებთან) (მეორე დღეს ამას ემატება მოგზაურობა შორეული მფარველის სამყოფელში, ბრძოლა ყაჩაღებთან, შეხვედრა ფელურიანთან)… და რაც მთავარია, სიყვარული (ჰო მართლა, დენნა თუ ვინც არის მხოლოდ მე მაღიზიანებს?;)), ბარბითის ჰანგები და “სულ ცოტა” მაგია… შეიძლება ამ ყველაფრის გამოტოვება? რა თქმა უნდა, არა. აქ ხომ კიდევ უამრავი ისეთი რამაა, რასაც პირდაღებულები ვუსმენთ და გვიკვირს, რომ ეს ყვალაფერი სწორედ ქვოს გადახდა – ჩვეულებრივ ბიჭს ბევრი დადებითი და ბევრი უარყოფითი თვისებით… ან იქნებ სწორედ ამიტომ გადახდა? არ ვიცი, არ ვიცი… და საერთოდაც ძილის დროა! ხვალ ახალი დღე იქნება ქვოს ახალი ისტორიებით და ბოროტი ძალების ახალი შემოტევებით აწმყოში… სხვაგვარად არც შეიძლება – ეს ხომ პატრიკ როტფუსის გენიალური სამყაროა!

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: