კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პადინგტონის სადგურზე! ფიქრობთ, რომ წინ ჩვეულებრივი მგზავრობა გელით? ნურას უკაცრავად! თქვენ ხომ მოხუც ქალბატონთან ერთად იმგზავრებთ და მკვლელობას საკუთარი თვალით ნახავთ… თუმცა შეიძლება ყველაფერი აქ დასრულებულიყო, რომ არა ერთი ფაქტი – ზემოთხსენებული ქალბატონი მის მარპლის მეგობარი გახლავთ!
დიახ, დიახ, სწორედ მის ჯეინის დამსახურებაა, რომ მკვლელობა იხსნება (რა თქმა უნდა, ეს არ არის სპოილერი:)) და ისიც, რომ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაოცებულები ვრჩებით. ჯერ არის და გვარწმუნებენ, რომ მკვლელობა არ მომხდარა და უბრალოდ მოგვეჩვენა, რომ პადინგტონის სადგურიდან მიმავალ მატარებელში მამაკაცმა ქალი მოკლა, შემდეგ გვიმტკიცებენ, რომ გვამი ერთი ოჯახის მამულში შემთხვევით მოხვდა და ა.შ. ყოველი გვერდი ახალი ვერსიის მომტანია, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია… ვინ არის მსხვერპლი და ვინ მკვლელი? ამას მხოლოდ ბოლოს გაიგებთ… ეს ხომ შეუდარებელი მის მარპლია… და მისის კრისტი – ძალიან მაგარი გმირებისა და საოცარი ისტორიების შემქმნელი…
P.S. ამ წიგნის ქართული თარგმანი პალიტრამ შემოგვთავაზა სერია “ჩემი რჩეული მსოფლიოს” ფარგლებში. ასე რომ, მოიძიეთ და ისიამოვნეთ.
ბოლო კომენტარები